ყუდროს პირველი ეკლესია
ყუდროს პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუდროს ჩრდილოეთით, 1 კილომეტრზე, საყდრების ხევში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია ჩრდილოეთ კედლის ზედა ნაწილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი შიგნით არქიტრავითაა გადახურული, გარედან თაღით. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს ორი თითო ოთხკუთხა ნიშია. ინტერიერში შელესილობა ჩამოცვენილია. შიგნით ეკლესია ნახევარწრიული კამარითაა გადახურული. ეკლესია გადახურული ყოფილა კრამიტით.
ლიტერატურა რედაქტირება
- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 419.