ყუბანის ავიახაზები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ყუბანის ავიახაზები (რუს. Авиакомпания Кубань) — ყოფილი ავიაკომპანია კრასნოდარში, რუსეთი.[1] ავიაკომპანია ახორციელებდა როგორც შიდა ფრენებს რუსეთში, ასევე საერთაშორისო ჩარტერულ რეისებსაც.

ყუბანის ავიახაზები
იატა
GW
იკაო
KIL
საძახისი
AIR KUBAN
დაარსდა 1992
მოღვაწეობის შეწყვეტა 2012
ფლოტის ზომა 7
დანიშნულების პუნქტების რაოდენობა 17
შვილობილი კომპანიები Sky Express
შტაბ-ბინა კრასნოდარი, რუსეთი
საიტი: www.kuban.aero

2012 წლის 11 დეკემბერს ყუბანის ავიახაზებმა შეწყვიტა ოპერირება ფინანსური სირთულეების გამო.[2]

1934 წლის ივნისში ყუბანში შეიქმნა პირველი საჰაერო ესკადრილია, რომელიც ახორციელებდა ჩვეულებრივ და ჩარტერულ ფრენებს კრასნოდარის ტერიტორიის ქალაქებში. დიდი სამამულო ომის დროს კრასნოდარის საჰაერო ესკადრის მფრინავებმა განახორციელეს დაჭრილების ევაკუაცია, ფრონტზე მიიტანეს საბრძოლო მასალა, საწვავი და საპოხი მასალები. ომისშემდგომ პერიოდში განახლდა ყველა ადრე არსებული საჰაერო მარშრუტი და კრასნოდარის ბევრ დასახლებაში გაიხსნა ადგილობრივი ავიახაზების მცირე ფილიალები, რომლებიც ომამდე არ არსებობდა.

1946 წლიდან კრასნოდარის აეროპორტმა დაიწყო Li-2-ის ტიპის თვითმფრინავების შეძენა, ხოლო 1948 წლიდან - Li-14-ის ტიპის. 1960 წელს პირველად კრასნოდარის აეროპორტმა შეიძინა Li-18-ის ტიპის თვითმფრინავი. ეს შესაძლებელი გახდა პირველი ბეტონის ასაფრენი ბილიკის და ორსართულიანი საჰაერო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ. 1964 წელს პირველი რეაქტიული სამგზავრო ლაინერი, Tu-124, დაეშვა აეროპორტში.

ოთხმოციანი წლების ბოლოს კრასნოდარის საჰაერო ესკადრონმა დაიწყო ახალი საბჭოთა Yak-42-ის ტიპის თვითმფრინავების შეძენა, ამავდროულად დასრულდა მეორე ბეტონის ასაფრენი ბილიკის მშენებლობა. 1993 წელს კრასნოდარის საჰაერო ესკადრონს ეწოდა ყუბანის ავიახაზები.

 
ავიაკომპანიის Boeing 737-300-ის ტიპის თვითმფრინავი

2010 წლის მაისში ავიაკომპანიამ დაიწყო რებრენდინგის პროცესი. რებრენდინგის ფარგლებში ზოგიერთი თვითმფრინავს მზესუმზირა დაახატეს, რაც ყუბანის სიმბოლოა. ამავე დროს ავიაკომპანიამ შეიძინა სამი Boeing 737-300-ის ტიპის თვითმფრინავი, რამაც შესაძლებელი გახადა ფრენების გეოგრაფიის გაფართოება.

ყუბანის ავიახაზები გახდა "Kuban Transport Olympus"-ის ჯილდოს გამარჯვებული ნომინაციაში „სამხრეთ რუსეთის წამყვანი ავიაკომპანია", როგორც საწარმო, რომელმაც ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ყუბანის სატრანსპორტო განვითარებაში.

2011 წლის 16 ივნისს ყუბანის ავიაკომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება OH Aircraft Limited-თან (ირლანდია) სამი Airbus A319-ის ტიპის თვითმფრინავის იჯარასთან დაკავშირებით.[3] ავიაკომპანიამ 2012 წლის 11 დეკემბრიდან შეწყვიტა ფრენები.

2012 წლის ივნისში დაიწყო საჩივრების მიღება მგზავრებისგან, რომ კომპანიამ გააუქმა რეგულარული ფრენები მოსკოვიდან ეკატერინბურგისა და ვლადიკავკაზის მიმართულებით მგზავრებისთვის ალტერნატივის გარეშე.[4] 2013 წლის მარტში საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ გააუქმა ყუბანის ავიახაზების ავიაოპერატორის ლიცენზია.[5][6] 2013 წელს შედგა ავიაკომპანიის ბოლო რეისი.

საოპერაციო საქმიანობა

რედაქტირება

2009 წელს ავიაკომპანიის მთლიანმა შემოსავალმა შეადგინა 3 385 392 000 რუბლი, 2010 წელს - 3 371 913 000 რუბლი, 2011 წელს - 4 070 725 000 რუბლი. ყუბანის ავიახაზებმა ფრენები შეწყვეტა 2012 წლის 11 დეკემბერს. საქმიანობის შეჩერების მთავარი მიზეზი იყო მძიმე ფინანსური მდგომარეობა.

მონაცემები

რედაქტირება

ყუბანის ავიახაზებით 2009 წელს 550 ათასმა მგზავრმა იმგზავრა, რაც 27,600 ადამიანით ნაკლები იყო 2008 წელთან შედარებით. 2009 წლის ავიაკომპანიის შემოსავალმა შეადგინა 3,4 მილიარდი რუბლი, ხოლო სუფთა ზარალი შეადგენდა 213 მილიონ რუბლს.

2011 წელს ავიაკომპანიით ისარგებლა 900 364 მგზავრმა, რაც 2010 წელთან შედარებით 35%-ით მეტი გახლდათ. საერთაშორისო მარშრუტებზე ავიაკომპანიამ გადაიყვანა 239 ათასზე მეტი ადამიანი, რაც 82%-ით მეტი იყო 2010 წელთან შედარებით. შიდა ავიახაზებით 660 000-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 23,5%-ით მეტი იყო გასულ წელთან შედარებით.

ავიაკომპანიის მგზავრთბრუნვა 2011 წელს 40,7%-ით გაიზარდა და 1 369 741 შეადგინა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Home page დაარქივებული 2012-07-10 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. Kuban Airlines. Retrieved on 23 June 2010. "350912, Россия, г. Краснодар, ул. Е.Бершанской, 355"
  2. Borodina, Polina (10 December 2012). „Russia's Kuban Airlines to cease operations“. ATWOnline.com. ციტირების თარიღი: 11 December 2012.
  3. Aviaport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-22. ციტირების თარიღი: 2012-03-31.
  4. Пассажиры недовольны «Кубанью». ციტირების თარიღი: 2012-06-22
  5. Пассажиры недовольны «Кубанью». ციტირების თარიღი: 2012-06-22
  6. Росавиация. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-21. ციტირების თარიღი: 2013-03-16.