ყლეათა
ყლეათა (ოს. Хълиат, რუს. Клиа́т) — ნასოფლარი ისტორიული დვალეთის ტერიტორიაზე, ჟღელეს ხეობაში.
სოფელი | |
---|---|
ყლეათა ოს. Хълиат, რუს. Клиа́т | |
ოსეთის სამხედრო გზა. სოფელი ყლეათა. გადაღებულია გრ. რაევის მიერ 1900-იან წლებში | |
ქვეყანა | რუსეთი |
კოორდინატები | 42°40′11″ ჩ. გ. 43°52′20″ ა. გ. / 42.66972° ჩ. გ. 43.87222° ა. გ. |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 86731 |
ეტიმოლოგია
რედაქტირებაამ სოფელში, მთის რაჭველების გადმოცემით, ოდესღაც ფალოსის ქვის თუ ხის სვეტი ყოფილა აღმართული. საკულტო წმინდა ადგილად მიჩნეული ფალოსის ამ სვეტთან სალოცავად მიდიოდნენ უშვილო დედაკაცები, რომლებიც ღმერთს შვილიანობას და ოჯახის გამრავლებას შესთხოვნდენ. აქედან წარმომდგარა სოფლის სახელი „ყლეათა“.
ზოგიერთის მოსაზრებით ტოპონიმის ბოლოსართი — „ათა“ თურქული სიტყვაა და მამას ნიშნავს. თურქული გავლენით გვიან შემოსული ეს დანართი სიტყვა კი არ უკარგავს ტოპონიმს პირველ მნიშვნელობას, არამედ პირიქით, კიდევ უფრო მკვეთრად გამოსახავს სოფლის სახელის ფალოსურ წარმომავლობას, რაც ნათლად ცხადყოფს აგრეთვე, მამის, მამაკაცის როგორც შვილიერებისა და ოჯახის გამრავლების კულტის ფართოდ გავრცელებას ზემო რაჭისა და დვალ მთიელთა შორის.
საგულისხმოა, რომ მთის რაჭველ მამაკაცებს და დედაკაცებს ესირცხვებოდათ ხალხში დვალური სოფლის ყლეათას სახელის პირდაპირი მნიშვნელობით წარმოთქმა, ამიტომ, როცა სოფლის ხსენება იყო საჭირო ამბობდნენ „გლახასოფელა“.
სხვა ენებში ასო „ყ“-ს არ არსებობის გამო სოფლის სახელწოდება სახეცვლილად წარმოითქმის და იწერება „კლიათას“ ან „გალიათას“ სახით.
ლიტერატურა
რედაქტირება- სპ. რეხვიაშვილი, „მთის რაჭველ და დვალ მთიელთა ძმობა“, გაზ. „რაეო“, 1999 წ. ივნისი, №6