ყირიმის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

ყირიმის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (ყირიმ. Qrьm Avtonomjalь Sovet Sotsialist Respublikasь; Кърым Автономиялы Совет Социалист Республикасы) — ავტონომიური რესპუბლიკა ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე. არსებობდა 1921 წლის 18 ოქტომბრიდან 1945 წლის 30 ივნისამდე და 1991 წლის 12 თებერვლიდან[1] 1992 წლის 26 თებერვლამდე.

ყირიმის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
ყირიმ. Qrьm Avtonomjalь Sovet Sotsialist Respublikasь
Кърым Автономиялы Совет Социалист Республикасы

18 ოქტომბერი, 18211945 და 26 თებერვალი, 1992
დროშა გერბი
ფაილი:Crimea 1938.jpg
დედაქალაქი სიმფეროპოლი
ფართობი 26 860 კმ²

ყირიმის სსრ-ის ავტონომია რსფსრ-ის შემადგენლობაში არსებობდა 1921 წლიდან[2]. 1936 წლის კონსტიტუციით ეწოდა ყირიმის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.

ავტონომიურ რესპუბლიკაში ცხოვრობდნენ რუსები, ყირიმელი თათრები, უკრაინელები, მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ გერმანელები, ებრაელები, ბერძნები და სომხები. 1932 წლისათვის ავტონომიის ფართობი შეადგენდა 25,9 ათას კვადრატულ კილომეტრს.

1945 წლის 30 ივნისს ავტონომიური რესპუბლიკისაგან ჩამოყალიბდა ყირიმის ოლქი, რომელიც 1954 წელს გადაეცა უკრაინის სსრ-ს. 1991 წლის 12 თებერვალს ავტონომია აღდგა უკრაინის სსრ-ის ფარგლებში. 1992 წლის 26 თებერვალს ეწოდა ყირიმის რესპუბლიკა[3][4], ხოლო 1994 წელს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა[5].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება