ყირგიზეთის ადმინისტრაციული დაყოფა
ყირგიზეთს გააჩნია ადმინისტრაციული დაყოფის 3 დონე. პირველ დონეზე დგას რესპუბლიკური მნიშვნელობის 2 ქალაქი და 7 ოლქი. ოლქების შემადგენლობაში შედის საოლქო მნიშვნელობის 13 ქალაქი და 40 რაიონი. რესპუბლიკური მნიშვნელობის ქალაქი ბიშკეკი იყოფა 4 შიდასაქალაქო რაიონად. საოლქო რაიონების შემადგენლობაში შედიან აიილური აიმაკები (სასოფლო აიმაკები), რაიონული მნიშვნელობის ქალაქები და ქალაქის ტიპის დასახლებები. აიილური აიმაკები იყოფა სოფლებად (აიილები).
სოფლები და ქალაქის ტიპის დასახლებები შეიძლება პირდაპირი გზით შევიდნენ ბიშკეკის შიდასაქალაქო რაიონებში და საოლქო მნიშვნელობის ქალაქებში. სოფლები შეიძლება შევიდნენ არა მარტო აიილურ აიმაკებში, არამედ რაიონული მნიშვნელობის ქალაქებშიც და ქალაქის ტიპის დასახლებებშიც[1].
პირველი დონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
რედაქტირებაოლქები და რესპუბლიკური მნიშვნელობის ქალაქები
რედაქტირება№ | ოლქი | ადმინისტრაციული ცენტრი | რაიონების რაოდენობა | მოსახლეობა(2017[2]), ად. |
ტერიტორია, კმ² |
სიმჭიდროვე, ად./კმ² | |||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული სახელწოდება | ყირგიზული სახელწოდება | ||||||||
რესპუბლიკური მნიშვნელობის ქალაქები | |||||||||
1 | ქალაქი ბიშკეკი | Бишкек | ბიშკეკი | 4 | 980 400 | 170 | 5767,06 | ||
2 | ქალაქი ოში | Ош | ოში | არა აქვს | 281 900 | 18,5 | 15237,84 | ||
ოლქები | |||||||||
3 | ბათქენის ოლქი | Баткен областы | ბათქენი | 3 | 503 500 | 17 000 | 29,62 | ||
4 | ჯალალაბადის ოლქი | Жалалабат областы | ჯალალაბადი | 8 | 1 168 700 | 33 700 | 34,68 | ||
5 | ისიქ-ქოლის ოლქი | Ысыккөл областы | ყარაქოლი | 5 | 476 800 | 43 100 | 11,06 | ||
6 | ნარინის ოლქი | Нарын областы | ნარინი | 5 | 281 000 | 45 200 | 6,22 | ||
7 | ოშის ოლქი | Ош областы | ოში | 7 | 1 287 500 | 29 200 | 44,09 | ||
8 | თალასის ოლქი | Талас областы | თალასი | 4 | 255 200 | 11 400 | 22,39 | ||
9 | ჩუის ოლქი | Чүй областы | თოქმაქი | 8 | 905 200 | 20 200 | 44,81 | ||
სულ | 44 | 6 140 200 | 199 988,5 | 30,70 |