ყვითელი წყალქვეშა ნავი
ყვითელი წყალქვეშა ნავი (ინგლ. Yellow Submarine) — ჯორჯ დანინგის 1968 წლის ანიმაციური ფილმი The Beatles-ის შესახებ. ფილმი იქცა თავისი დროის კარგ დოკუმენტად - მისი გამოსვლა დაემთხვა ჰიპების კულტურის პოპულარობას.
„ყვითელი წყალქვეშა ნავი“ | |
---|---|
ჟანრი | მუსიკალური |
ფილმის ტიპი | ნახატი ფილმი |
რეჟისორი |
ჯორჯ დანინგი დენის ები |
პროდიუსერი | ელ ბროდექსი |
კომპოზიტორი |
The Beatles ჯორჯ მარტინი |
მონტაჟი | ბრაიან ჯ. ბიშოპი |
სტუდია |
Apple Corps King Features Syndicate |
დისტრიბუტორი | United Artists |
პრემიერა | 6 ივნისი, 1968 |
ხანგრძლივობა | 90 წთ. |
ქვეყანა | ბრიტანეთი |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 250,000 გირვანქა სტერლინგი |
საიტი |
სიუჟეტის მიხედვით, პეპერლენდის ქვეყანაში დიდი ამბოხია - ლურჯი არსებები იპყრობენ ამ მუსიკალურ ქვეყანას და ამყარებენ საკუთარ დიქტატურას. სერჟანტი პეპერი ჯდება ყვითელ წყალქვეშა ნავში და მიემართება ლივერპულში, რათა მოძებნოს The Beatles-ის წევრები და სთხოვოს მუსიკის დაბრუნებაში დახმარება.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მთლიანად ნახატია, ჯგუფის წევრები ჩნდებიან მის დასასრულს. თავად ლენონი, მაკ-კარტნი, ჰარისონი და სტარი არ ახმოვანებდნენ საკუთარ პერსონაჟებს - ეს საქმე სხვა მსახიობებმა გააკეთეს.
მუსიკა
რედაქტირებაფილმში ჟღერს The Beatles-ის შემდეგი სიმღერები:
- Yellow Submarine
- Eleanor Rigby
- Love You To (ჯორჯ ჰარისონი)
- A Day in the Life
- All Together Now
- When I'm Sixty-Four
- Only a Northern Song (ჰარისონი)
- Nowhere Man
- Lucy in the Sky with Diamonds
- Think for Yourself (ჰარისონი)
- Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band
- With a Little Help from My Friends
- All You Need Is Love
- Baby, You're a Rich Man
- Hey Bulldog
- It's All Too Much (ჰარისონი)
- All Together Now
ყველა სიმღერის ავტორები: ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი, გარდა მითითებულისა.