Nowhere Man (სიმღერა)
Nowhere Man — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში Rubber Soul, [3] რომელიც გამოვიდა 1965 წელს. სიმღერის ავტორები არიან ლენონი/მაკ-კარტნი.
„Nowhere Man“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — The Beatles | ||||
ალბომიდან Rubber Soul | ||||
გამოსვლის თარიღი | 3 დეკემბერი 1965 | |||
ჩაიწერა |
21–22 ოქტომბერი 1965, EMI-ს სტუდიები, ლონდონი | |||
ჟანრი | ფოლკ-როკი[1], ფსიქოდელიური როკი[2] | |||
ხანგრძლივობა | 2:44 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Parlophone | |||
ავტორ(ებ)ი | ლენონი/მაკ-კარტნი | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
Rubber Soul – სიმღერები | ||||
|
„Nowhere Man“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — The Beatles | ||||
B-მხარე | What Goes On | |||
გამოსვლის თარიღი | 21 თებერვალი 1966 (აშშ) | |||
ჩაიწერა |
21–22 ოქტომბერი 1965, EMI-ს სტუდიები, ლონდონი | |||
ჟანრი | ფოლკ-როკი[1] | |||
ხანგრძლივობა | 2:44 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Parlophone | |||
ავტორ(ებ)ი | ლენონი/მაკ-კარტნი | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
The Beatles — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
სიმღერა ჩაიწერა 1965 წლის 21 და 22 ოქტომბერს. ეს არის ჯგუფის ერთ-ერთი პირველი სიმღერა, რომელიც თემატურად რომანტიკასა თუ სიყვარულს არ ეხება და აღინიშნება ლენონის ფილოსოფიური სტილის ლირიკით. [4] 1966 წლის 21 თებერვალს სიმღერა ბრიტანეთის ფარგლების გარეთ სინგლზე გამოიცა და ავსტრალიისა და კანადის ჩარტებში #1 ადგილი დაიკავა. ბილბორდის 100-ეულში იგი #3 პოზიციაზე მოხვდა.
სიმღერაში ლენონი, მაკ-კარტნი და ჯორჯ ჰარისონი მღერიან სამხმიანი ჰარმონიით. სიმღერა აგრეთვე ჟღერს ფილმში „ყვითელი წყალქვეშა ნავი“, სადაც ჯგუფის წევრები ამ სიმღერას უმღერიან ჯერემი ჰილარი ბუბს, „ადამიანს არსაიდან“ შეხვდებიან.
ინტერპრეტაცია
რედაქტირებაჯონ ლენონი ამტკიცებდა, რომ სიმღერა საკუთარი თავის შესახებ დაწერ. მან იგი დაწერა 5 საათიანი ფიქრის შემდეგ, ვინაიდან სურდა Rubber Soul-ისათვის კიდევ ერთი სიმღერის შექმნა. ჟურნალ Playboy-სთან ინტერვიუში მან განაცხადა:
- „იმ დილით შინაარსიანი და კარგი სიმღერის წერაში 5 საათი გავატარე და საბოლოოდ შევეშვი და წამოვწექი. მხოლოდ მაშინ მოვიფიქრე „Nowhere Man“, სიტყვები და მუსიკა, როდესაც დავწექი.“[5]
- „გათენდა და მთელი ღამის შემდეგ აი ეს იყო ჯონი. მე ვფიქრობ, იმ მომენტში, მას უბრალოდ აინტერესებდა...რა მიმართულებით წავიდოდა და, სიმართლეს ვიტყვი, მეც ასე ვიყავი. მასზე ღელვა დავიწყე“.[6]
პერსონალი
რედაქტირება- ჯონ ლენონი – ორმაგი ვოკალი, რიტმული გიტარა, წამყვანი გიტარა (სტროფებში)
- პოლ მაკ-კარტნი – ბას-გიტარა, ბეკ-ვოკალი
- ჯორჯ ჰარისონი – წამყვანი გიტარა (სოლო), ჰარმონიული ვოკალი
- რინგო სტარი – დასარტყმელი საკრავები
წყაროები
რედაქტირება- ტერნერი, სტივ. A Hard Day's Write: The Stories Behind Every Beatles' Song, Harper, ნიუ-იორკი: 1994, ISBN 0-06-095065-X
- გილილენდი, ჯონ. (1969)The Rubberization of Soul: The great pop music renaissance.. Pop Chronicles. Digital.library.unt.edu.
- უნტერბერგერი, რიჩი. (2009)Rubber Soul [UK]. Allmusic. ციტირების თარიღი: 15 June 2009.
- მაკ-დონალდი, Ian (2005). Revolution in the Head: The Beatles' Records and the Sixties, მეორე გადამუშავებული, ლონდონი: Pimlico (Rand). ISBN 1-84413-828-3.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Alan W. Pollack's Notes on "Nowhere Man"
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-10. ციტირების თარიღი: 2013-02-22.
- ↑ Gilliland 1969, show 35.
- ↑ Unterberger 2009.
- ↑ Playboy, September 1980.
- ↑ Playboy, December 1984.