ყვარლის ყველაწმინდის ეკლესია
ყვარლის ყველაწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ქალაქ ყვარლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 1 კილომეტრზე, მთაზე, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია აგურიც. თაღოვანი შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე გაჭრილია ვიწრო, თაღოვანი სარკმელი. სარკმლის გვერდებზე მოწყობილია თითო ოთხკუთხა ნიშა. ქარგილზე სხმული, ცილინდრული კამარა გრძივ კედელზეა გადაყვანილი. გარედან კედლები ხერხულა ლავგარდნითაა დასრულებული. შენობა დაბურულია კრამიტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბაშიძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 348.