ყვანჩალა[1] (ლათ. Stachys sylvatica) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა ტუჩოსანთა ოჯახიდან. სწორადმდგომ ოდნავ გადახრილ 40-80 სმ-მდე სიმაღლის, მოწითალო მწვანე შებუსულ ღეროზე, გარდიგარმო განლაგებულია გულისებრი, მოგრძო, ლანცეტური, ხერხისებრ კიდეებდაკბილული ღია მწვანე ფოთლები.

ყვანჩალა
ყვანჩალა
Stachys sylvatica
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ტუჩოსანნი
ლათინური სახელი
Stachys sylvatica

მუქი მეწამული ფერის შებუსული ყვავილები ღეროზე ფართოდაა გადაშლილი, ღეროს წვერში ვიწროვდება, თითებით გასრესვისას გამოსცემს არასასიამოვნო სურნელებას, ყვავის ივნის-სექტემბერში. კარგი თაფლოვანი მცენარეა.

ყვანჩალა გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, კავკასიასა და თურქეთში. საქართველოში ვხვდებით შუა სარტყლიდან სუბალპურ და ალპურ ველებს, ტყისპირებსა და მაღალბალახოვანში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Die große Pflanzen-Enzyklopädie, Bd. 2., გვ. 1002
  • ა.მაყაშვილი,ბოტანიკური ლექსიკონი, თბილისი.