ყარსის ბრძოლა (1745)
ყარსის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ირან-ოსმალეთის ომების ნაწილი | |||
ბრძოლის გეგმა | |||
თარიღი | 1745 წლის 9-19 აგვისტო | ||
მდებარეობა | ყარსი | ||
შედეგი | სპარსთა გამარჯვება[1] | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
ყარსის ბრძოლა 一 ირან-ოსმალური კამპანიის ერთ-ერთი ბოლო ეპიზოდი, რომელსაც მოჰყვა ოსმალთა არმიის სრული განადგურება. ამავდროულად, ეს ომი იყო ნადირ შაჰის უკანასკნელი სამხედრო ტრიუმფი. ბრძოლა, ფაქტობრივად, ათდღიანი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპარსებმა პირველივე დღიდან განდევნეს ოსმალები ველიდან, რასაც მოჰყვა რამდენიმედღიანი დევნა საბოლოო განადგურებამდე. ყარსთან და მოსულთან მომხდარი შეტაკების შედეგად ოსმალებს საბოლოოდ გადაეწურათ იმედი ამ ომში საბოლოო წარმატებაზე. საბოლოოდ, თურქებმა სამშვიდობო ხელშეკრულებებზე დაიწყეს ფიქრი.[6]
ფონი
რედაქტირებანადირ-შაჰის ბოლო სადამსჯელო ლაშქრობის დროს დაღესტანში სპარსეთის არმიამ დიდი ქონება იგდო ხელთ, გაანადგურა რეგიონის დიდი ნაწილი და დიდი რაოდენობით ნადავლი წამოიღო. 1745 წლის 14 ივნისს შაჰი დაბრუნდა დერბენტში და იქ დარჩა რამდენიმე თვით, სანამ სამხრეთისკენ გაემართებოდა. მალე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და ის გადაიყვანეს საკაცით ერევანში.
ექიმებმა შეძლეს ნადირ შაჰის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, რის შემდეგაც იგი მალევე იღებს ინფორმაციას, რომ ორი უზარმაზარი ოსმალური არმია მიემართება აღმოსავლეთით მისი საზღვრებისკენ. ერთი ყარსის მხრიდან, მეორე 一 მოსულის მხრიდან. შაჰი დაუყოვნებლივ შეტევაზე გადაერთო და საკუთარი ჯარი ორ ნაწილად გაყო: შაჰის ვაჟმა, ნასროლ მირზა, მოსულის მხარე დაიკავა, ხოლო თავად შაჰი პირადად ხელმძღვანელობდა მეორე არმიას, რომელიც ყარსის სიახლოვეში დაბანაკდა.
ბრძოლა
რედაქტირებანადირ შაჰის არმია ერევნის დასავლეთით მიდიოდა, როცა მონარქმა წერილი მიიღო. ამ უკანასკნელის მიხედვით, თურქეთის ჯარი, მეჰმედ იგენ ფაშას მეთაურობით, ყარსს უახლოვდებოდა. შაჰმა მოძრაობა განაგრძო და არმია ეღვარდის მახლობლად არსებულ ბორცვზე განალაგა. იეგენ ფაშა სულ რაღაც 10-12 კმ-ით ჩამორჩებოდა სპარსეთის არმიას. მან თავის ჯარისჯაცებს უბრძანა, აეშენებინათ ვრცელი ციხესიმაგრეები თავიანთი ბანაკის გარშემო.
ბრძოლის პირველი დღე
რედაქტირება9აგვისტოს ოსმალებმა დაიწყეს 40 ათასი იანიჩრისა და 100 ათასი სიფა კავალერისტის „ევროპული წესით“ განლაგება. ცენტრში მოქცეულნი იყვნენ ქვეითი ძალები, ამ კოლონებს შორის საარტილერიო ბატარეები, ხოლო ცხენოსნები გარშემო. ნადირ შაჰმა საკუთარ არტილერისტებს უბრძანა, განლაგებულიყვნენ ისე, რომ მტრის ცენტრითი ნაწილი ადვილად ამოეჟლიტათ.[7]
ნადირ შაჰისთვის უჩვეულოდ, ამჯერად იგი უშუალოდ ომში არ ყოფილა ჩართული 一 ამჟამად იგი ბანაკს აფარებდა თავს და შესაბამისად იქიდან აგზავნიდა ბრძანებებს, რა როგორ უნდა განხორციელებულიყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც საუზმისას შაჰს ოსმალთა არმიის უხვრიცხვიანობაზე მოახსენეს, მან თავადვე გადაწყვიტა ომში ჩაბმა და ცხენის აღკაზმვას შეუდგა.[8]
ნადირ შაჰი ხელმძღვანელობდა 40 ათასზე მეტ ელიტარულ მხედარს (ე.წ.“ხორასნელი მხედრები“), რომლებიც იქამდე რეზერვში ირიცხებოდნენ. ბრძოლის სისასტიკეს კიდევ მოწმობს ის ფაქტი, რომ, მიუხედავად შაჰის ორი ცხენის დაკარგვისა, ოსმალებს მაინც არ შეეძლოთ სპარსული კავალერიის შეჩერება და, ავტომატურად, გაქცევაზე ფიქრი დაიწყეს. ბრძოლის ველი პირველად ფლანგებში მდებარე ოსმალურმა ბატალიონებმა მიატოვეს, მას შემდეგ, რაც ოსმალური არმია 15 ათას კაციან სპარსელთა სიფაჰთა დაჯგუფებამ გაარღვია. სპარსეთის არმიამ მოაწყო დევნა და მტერს შებინდებამდე გამოეკიდა, შემდეგ კი ჯარისკაცები საკუთარ ბანაკებს დაუბრუნდნენ.[5]
ოსმალთა ვითარება
რედაქტირებამეორე დღეს ნადირ შაჰმა მეორე პოლკის გაგზავნა გადაწყვიტა, რათა თავიდან აეცილებინა ოსმალთა უკან დაბრუნების შესაძლებლობა. სპარსელებმა ოსმალთა ბანაკს ალყა შემოარტყეს. შედგა რამდენიმე შეტაკება, თუმცა თურქთა ყველანაირი მცდელობა ჩაიშალა. იეგიმ ფაშამ კონტრშეტევის წამოწყება სცადა და ქვემეხი სპარსელებს დაუშინა. სპარსული საარტილერიო ბატალიონები შაჰმა ოსმალეთის წინააღმდეგ მიმართა და მალევე ხელჩართული ბრძოლაც დაიწყო. დაბნეულმა ოსმალებმა იარაღის ხმარების უნარიც დაკარგეს და უამრავი ქვემეხი უმისამართოდ გაუშვეს. იეგინ ფაშას არაერთი საარტილერიო იარაღი აფეთქდა გადახურებისგან, მათი ნაწილები კი მიმოფანტული იყო ველზე. ამან დამანგრეველი გავლენა იქონია ოსმალურ ჯარზე და ბანაკში აჯანყება დაიწყო. სიბნელეში ოსმალებმა სიმაგრეთა მიტოვება დაიწყეს და დასავლეთისკენ დაიძრნენ, თუმცა სპარსელები კვლავ დაედევნენ, დაეწიეს და ალყა შემოარტყეს.
19 აგვისტოს ნადირ შაჰმა მიიღო წერილი საკუთარი შვილისგან, მოსულში მომხდარი ბრძოლის შედეგების შესახებ. ნასროლ მირზამ დაამარცხა ოსმალეთის არმია და შაჰს სთხოვა, ოსმალეთის ახლო აღმოსავლეთის მიწებზე შეჭრილიყო.[9][10][11][12] ნადირ შაჰმა ეს წერილი გაუგზავნა იეგენ ფაშას ბანაკს, რათა დაერწმუნებინა იგი შემდგომი წინააღმდეგობის უშედეგობაში. თუმცა, როგორც კი სპარსელები ოსმალთა ბანაკს მიუახლოვდნენ, აღმოაჩინეს, რომ ჯარისკაცები აჯანყებულან და რომ იეგინ ფაშა ან მათ მოკლეს ან თავად მოიკლა თავი. შედეგად, უმეთაუროდ დარჩენილი ოსმალთა არმია დაიშალა და ბანაკის გარეთ მიმოიფანტა, თუმცა სპარსელები დაეწივნენ და უმოწყალოდ განგმირეს ისინი.
დანაკარგები
რედაქტირებასპარსელთა ძლიერმა შეტევითმა ოპერაციებმა და ოსმალურ არმიაში არსებულმა შიდა არეულობამ თურქებს გამარჯვების ყველანაირი იმედი გაუქარწყლა. მსხვერპლი ორივე მხრიდან იყო, საკმაოდ დიდი რაოდენობით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ ომის სისასტიკეზე, ასევე ოსმალი მეომრების გამძლეობაზეც. ბრძოლის პირველ დღეს სპარსელებმა 8000 ჯარისკაცი დაკარგეს, თუმცა მომდევნო შეტაკებებში სპარსეთს დიდი დანაკარგი არ განუცდია, თურქთა მსხვერპლი კი მაჩვენებლურად იზრდებოდა.
საბოლოო ჯამში, სანდო ცნობით, ომს 28-დან 50 ათასამდე ჯარისკაცი შეეწირა. ყველაზე სანდო წყაროები მიუთითებენ 12 ათასი თურქი ჯარისკაცის დაღუპვაზე, 18 ათას დაჭრილზე და კიდევ რამდენიმე ათას ტყვცედ აყვანილზე. ნადირ შაჰმა ყველა ტყვედ მყოფ დაჭრილ ჯარისკაცს დახმარების ხელი გაუწოდა და ყარსში დაბრუნება შესთავაზა, სადაც მათ უმკურნალებდნენ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- იხილეთ საბრძოლო განლაგება military-history.fandom.com-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ A Global Chronology of Conflict: From the Ancient World to the Modern Middle East, Vol. II, ed. Spencer C. Tucker, (ABC-CLIO, 2011), 743.
- ↑ Ghafouri, Ali(2008). History of Iran's wars: from the Medes to now,p. 401. Etela'at Publishing
- ↑ Moghtader, Gholam-Hussein(2008). The Great Batlles of Nader Shah,p. 126. Donyaye Ketab
- ↑ Lockhart, Laurence. Nadir Shah: A critical study based mainly upon contemporary sources, p. 312. Luzac & Company
- ↑ 5.0 5.1 Axworthy, Michael (2009). The Sword of Persia: Nader Shah, from tribal warrior to conquering tyrant,p. 339. I. B. Tauris
- ↑ Lockhart, Laurence. Nadir Shah: A critical study based mainly upon contemporary sources, p. 315. Luzac & Company
- ↑ Alam Aray-e Naderi, Mohammad Kazim Keshmiri, 3 volumes, Tehran university press
- ↑ The Army of Nader Shah, Michael Axworthy, Iranian Studies, volume 40, number 5, December 2007, (Taylor & Francis), 642.[1] დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Mahdī Khān Astarābādī (1807). „Histoire De Nader Chah“, Works of Sir William Jones (fr). London: J. Stockdale, გვ. 102–103. Jahangushaye Naderi. OCLC 11585120.
- ↑ Herbert John Maynard (1885). Nadir Shah. H. B. Blackwell, გვ. 49. OCLC 493917070.
- ↑ Laurence Lockhart (1938). Nadir Shah: A Critical Study Based Mainly Upon Contemporary Sources. London: Luzac, გვ. 250, 340. OCLC 580906461.
- ↑ Michael Axworthy (2010). Sword of Persia: Nader Shah, from Tribal Warrior to Conquering Tyrant. I.B.Tauris, გვ. 289–291. ISBN 9780857733474.