ყარაღანდის ზოოპარკი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ყარაღანდის ზოოპარკი (ყაზ.. Қарағанды хайуанаттар бағы) —ყაზახეთის ერთ-ერთი უძველესი ზოოპარკი. დაარსდა 1938 წელს.[1] უკავია 43,5 ჰექტარი ფართობი, საიდანაც მხოლოდ 8 ჰექტარია ათვისებული. ყარაღანდის ზოოპარკის ყველაზე ცნობილ ბინადართა შორის იყო ინდური სპილო სახელად ბატირი.[2][3]

ყარაღანდის ზოოპარკი

ყარაღანდის ზოოპარკის პირველი ლოგო
გაიხსნა 1938
მდებარეობა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი ყარაღანდა
ტერიტორიის ფართობი 43,5 ჰა
კოორდინატები 0°00′N 0°00′E / 49°47′12.21° ჩ. გ. 73°3′36.86° ა. გ. / 49°47′12.21; 73°3′36.86
ცხოველების რაოდენობა 1600 (2015)
სახეობების რაოდენობა 250 (1990)
სტუმრების წლიური რაოდენობა 85 900 (2015)

საბჭოთა პერიოდი

რედაქტირება

1987 წლის დასაწყისისთვის ზოოპარკში 159 სახეობის ცხოველის 700-ზე მეტი ნიმუში იყო(ძუძუმწოვრების 69 სახეობა, ფრინველის 25 სახეობა, ქვეწარმავლის 14 სახეობა, ამფიბიის 3 სახეობა, თევზის 25 სახეობა). ზოოპარკის 15 სახეობა შეტანილ იქნა საერთაშორისო წითელ წიგნში, 14 სახეობა - სსრკ წითელ წიგნში, 8 სახეობა - ყაზახეთის სსრ წითელ წიგნში. 1980-იანი წლების ბოლოს ზოოპარკში გამრავლდა 26 სახეობა, მათ შორის პანთერა და იაგუარი.[1]

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ყარაღანდის ზოოპარკი თანამშრომლობდა  ყარაღანდის სახელმწწიფო უნივერსიტეტთან, ყარაღანდის სამედიცინო უნივერსიტეტთან, ყარაღანდის საოლქო ისტორიისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან, ყარაღანდის ბუნების დაცვის საზოგადოებასთან, ქალაქის სკოლებთან და სხვა ორგანიზაციებთან. ყოველწლიურად ზოოპარკს 800 ათასამდე მნახველი სტუმრობდა.[1]

თანამედროვე პერიოდი

რედაქტირება

2012 წელს ყარაგანდის ზოოპარკს მიენიჭა ადგილობრივი მნიშვნელობის სპეციალურად დაცული ბუნებრივი ტერიტორიის სტატუსი. 2013 წელს ზოოპარკში 2700-ზე მეტი ცხოველის ეგზემპლარი იყო წარმოდგენილი, ხოლო 2015 წლისთვის მათი რაოდენობა 1600-მდე შემცირდა. 2013 წელს 328 ძუძუმწოვარი იყო, 2015 წლისთვის კი მხოლოდ 287 იყო დარჩენილი; ზოოპარკიდან 4 სახეობა გაქრა. 2014 წლის 1249 ფრინველის სახეობიდან მხოლოდ 246 დარჩა 2015 წლისთვის; 2 სახეობა გაქრა. შემცირდა ქვეწარმავლებისა და თევზების რაოდენობაც.[4]

ამავე პერიოდში ზოოპარკში მნახველთა რაოდენობა შემცირდა: 2013 წელს 175 ათასი პირი იყო, 2014 წელს- 113 ათასი და 2015 წელს 85 900 ადამიანი. ამასთან, ამ დროის განმავლობაში გამოფენების რაოდენობა 25 – დან 60 – მდე გაიზარდა.

2015 წელს ზოოპარკის შენახვისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან 102,5 მილიონი ყაზახური ტენგე გამოიყო. იმავე წელს, 1968 წელს აშენებული ზოოპარკის მთავარი შენობა ავარიულად  გამოცხადდა, ხოლო 2016 წელს იგი დაანგრიეს.[5] [6]დაგეგმილია ახალი შენობის აგება. 2018 წელს ქალაქის ხელისუფლებამ 1,2 მილიარდი ყაზახური ტენგე გამოყო ახალი ნაგებობის მშენებლობისთვის. 2019 წელს ზოოპარკმა შეიცვალა დირექტორი, წინა დაინიშნა პარკების მმართველად.

2020 წლის იანვარში, ქალაქის აკიმატის დახმარებით, შეიქმნა ზოოპარკის სამეურვეო საბჭო. აქტივისტებმა სერიოზული პრობლემები შენიშნეს ახალი შენობის მშენებლობის დროს: მას არ ჰქონდა ფანჯრები და სამუშაო გეგმა არ შეესაბამებოდა ესკიზს. 2020 წლის აგვისტოში შეჩერდა ახალი შენობის მშენებლობა.[7]

  1. 1.0 1.1 1.2 Казахская ССР: краткая энциклопедия / Гл. ред. Р. Н. Нургалиев. — Алма-Ата: Гл. ред. Казахской советской энциклопедии, 1991. — Т. 2: Природа. Естественные ресурсы. Население. Экономика. Народное благосостояние. — С. 208. — 31 300 экз. — ISBN 5-89800-002-X.
  2. Batyr at Karaganda Zoo . elephant.se. Elephant Encyclopedia. მიმართვის თარიღი 2 დეკემბერი 2012. დაარქივებულია 8 დეკემბერი 2015 წ..
  3. Kazakhstan zoo monkeys given wine 'to ward off flu'. bbc.co.uk. BBC. მიმართვის თარიღი: დეკემბერი 2012
  4. Елена Ульянкина. В зоопарке Караганды стало меньше животных. газета «Новый вестник» (29 июня 2016). მიმართვის თარიღი: 25 მაისი 2017.
  5. Валентина Елизарова. Закрыть зоопарк предложили в Караганде დაარქივებული 2021-04-20 საიტზე Wayback Machine. . МИА "Казинформ". inform.kz (16 დეკემბერი 2016). მიმართვის თარიღი: 25 მაისი 2017.
  6. Валентина Елизарова. В зоопарке Караганды основное здание идет под снос из-за аварийности.[მკვდარი ბმული] МИА "Казинформ". inform.kz (30 ოქტომბერი 2015). მიმართვის თარიღი: 25 მაისი 2017.
  7. Максим Елизаров. В Караганде остановили строительство здания зоопарка за Т1,2 млрд, в плане нашли окон[მკვდარი ბმული]. МИА "КазТАГ". kaztag.kz (5 აგვისტო 2020).