ყარაულაანთ ციხე — არქიტექტურული ძეგლი სოფელ ვარდისუბნის ჩრდილოეთ განაპირას, საკარმიდამო ნაკვეთებს შორის. თარიღდება XVIII საუკუნით.

ძეგლი ორი ნაწილისგან შედგება: გეგმით სწორკუთხა, სამხრეთ-ჩრდილოეთი მიმართულებით წაგრძელებული საგდომისა (16,2 X 7,6 მ) და მის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ჩართული, მრგვალი კოშკისგან (დიამეტრი ფუძის დონეზე 6 მ-ია, კედლის სისქე- 1,5 მ) რაც თითქმის მთლიანად სადგომის კორპუსის გარეთაა მოქცეული საშენ მასალად, რიყის ქვასთნ ერთად, გამოყენებულია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვაც. ნაგებობების ქვედა სართულის კედლები ერთმანეთს არ ებმის, II სართულის დონეზე კი ერთიანდება და სართულებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მშენებლობის ქრონოლოგიის მიხედვით, როგორც ჩანს ნაგებობებიდან თავდაპირველია კოშკი რომელსაც ოდნავ მოგვიანებით (ან შესაძლოა, მშენებლობის პროცესშივე) ორსართლიანი სადგომი მიადგეს და მასთან ფუნქციურად დააკავშირეს. ძეგლი დაზიანებულია:ორივე ნაგებობის მხოლოდ სართულნახევრის სიმაღლეზეღა დგას. დანგრეულია სადგომის დასავლეთი კედელი და ჩრდილოერთი კედლის დასავლეთ ნაწილი. მთელ სიმაღლეზეა გაბზარული სამხრეთ კედელი, ჩამონგრეულია სართულშუა გადახურვა. კოშკის პირველი სართული შიგნიდანაც მრგვალია, გადახურულია დადაბლებული პროპორციების, ტლანქად ჩასმული, გუმბათოვანი კამარით. ერთადერთი შესასვლელი სართულს გარედან, სამხრეთიდან აქვს კარი კვადრატული აგურითაა ნაწყობი. შეისრული თაღითაა დასრულებული და შიგნიდან კედლის ღრმა, სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩსმული, რომლის თავი კამარის ქუსლის დონეზე მდებარეობს. შესასვლელის წირთხლებში მოწყობილია საურდულე ხვრელები. შესასვლელის პირდაპირ გეგმით ნახევარ წრიული შეისრულ თაღოვანი ბუხარია. გარდა ამისა, სართულზე ოთხი სხვადასხვა ზომის, თითო სათოფურით აღჭურვილი, შეისრულ-თაღოვანი ნიშა და 3 სწორკუთხა სარკმელია. რომელიც ღიობების ნახევარი კამარის მრუდშია მოქცეული და გარეთკენ ამაღლებული ხხვრელობები აქვს. კოშკის პირველი სართული მეორეს კედელში დატანებული კიბით უკავშირდება.კიბის უჯრედში შესასვლელი კოშკში შესასვლელის გვერძეა (ჩრდილოეთით) დაახლოებით 1 მ-ის მანძილზე. ზემოთ კიბის ბოლოში ერთმანეთის პირდაპირ, ორი კარია, რომლებიც შესაბამისად, კოშკის და სადგომის მეორე სართულებში გადის. სადგომის შესასვლელის წინ შექმნილია ვიწრო, სადგომის გრძივი ღერძის მიმართულებით წაგრძელებული ბაქანი. რომლის სამხრეთ კედელში ერთი სათოფურია მოწყობილი (ჩრდილოეთი კედელი განგრეულია) კოშკის მეორე სართული პირველის მსგავსი მოხაზულობისაა, სართულზე შესასვლელი კარის ღიობი ფართოა შეისრულთაღოვანი და სართული მხრიდან სწორკუთხა შეღმავებაშია ჩასმული. ბუხარი ამ სართულზეცაა, ჩრდილოეთით მის მარჯვნივ მესამე სართულთან დამაკავშირებელი კიბის უჯრედში შესასვლელია. მათ შორის კი, მცირე, შეისრულ თაღოვანი ნიშა, სართულზე სამი, ცალმაგი სათოფური და სამი, თითო სათოფურიანი ნიშაა. კოშკის მეორე სართულს გადახურვის კვალი არ შემორჩა.უნდა ვიფიქროთ, რომ იგი I სართულის ანალოგიურად იქნებოდა გადახურული. კოშკზე მიდგმული ნაგებობა ორ სართულიანია, სართულები სხვადასხვა დანიშნულებისაა.

პირველი სართული, შემორჩენილი არქიტექტურული ელემენტების გათვალისწინებით, მეორე-სათავდაცვო პირველი სართულის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია განიერი, შეისრულთაღოვანი შესასვლელი (თაღის უმეტესი ნაწილი და შესასვლელის ირგვლივ კედლის არე ჩამოშლილია). სართულის შემორჩენილ კედლებში სხვადასხვა ზომის, ათი, შეისრულთაღიანი ნიშაა, მათგან ოთხი-აღმოსავლეთითაა, სამი სამხრეთით, ერთი დასავლეთით, ორი ჩრდილოეთით. აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ მონაკვეთში მოწყობილია გეგმით ნახევარ წრიული, თაღოვანი ბუხარი. ნაგებობის მეორე სართულის კედლებიდან მხოლოდ აღმოსავლეთის და სამხრეთის კედლები შემორჩა.რომელშიც ძირს დახრილი და ჰორიზონტალურად გამავალი სათოფურები მოწყობილი.

ლიტერატურა

რედაქტირება