ყანის ია
ეს სტატია უკატეგორიოა. |
ამ სტატიას არ აქვს მითითებული ენათაშორისი ბმულები. ამიტომ იგი ვერ უკავშირდება სხვაენოვანი ვიკიპედიების მსგავს გვერდებს. |
ყანის ია—20 სმ – მდე სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო დატოტვილია, სუსტად შებუსული. ქვედა ფოთლები პატარა ზომისაა, ნიჩბისებური. ფოთლების ქვედა მხარე შებუსულია. ყუნწიანი შუა ფოთლები კვერცხის ფორმისაა ან ელიფსური. თანაყვავილები ფრთისებურად არის განკვეთილი. გვირგვინის სურნელოვანი ფურცლები მუქი მოყვითალოა ან თეთრი. ყვ. ნაყ. IV-VII. იზრდება დაბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე ტყეებში, ბუჩქნარებში ბალახოვან ფერდობებზე, რუდერალურ ადგილებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევროპას, მცირე აზიას
ლიტერატურა
რედაქტირებასუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 806.