ყანდაარი (ფილმი)
ყანდაარი (აგრეთვე ცნობილი როგორც Safar-e Ghandehar - „მოგზაურობა ყანდაარში“ და „მზის დაბნელება“) — ირანელ რეჟისორ მოჰსენ მაკმალბაფის 2001 წლის ფილმი. მასში მოთხრობილია ავღანეთის შესახებ, ტალიბების მმართველობის პერიოდში.
„ყანდაარი Kandahar“ | |
---|---|
რეჟისორი | მოჰსენ მაკმალბაფი |
პროდიუსერი | მოჰსენ მაკმალბაფი |
სცენარისტი | მოჰსენ მაკმალბაფი |
როლებში |
ნელოფერ პაზირა ჰასან ტანტაი სადოუ ტეიმოური ჰოიატალა ჰაკიმი |
კომპოზიტორი | მოჰამად რეზა დარვიში |
დისტრიბუტორი | Avatar Films |
ხანგრძლივობა | 85 წთ. |
ქვეყანა | ირანი/საფრანგეთი |
ენა | ფარსი/ინგლისური ენა/პუშტუ |
ფილმი წარდგენილი იყო კანის ფესტივალზე, მაგრამ არ მიიზიდა ყურადღება, თუმცა 11 სექტემბრის შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა.
შინაარსი
რედაქტირებაფილმში მოთხრობილია ავღანური წარმოშვების კანადელი ჟურნალისტის, ნაფასის მგზავრობა კანდაგარისკენ, სადაც მისი ინვალიდი და ცხოვრობს და იმუქრება რომ XX საუკუნის უკანასკნელი მხის დაბნელებისას თავს მოიკლავს. ნაფასს სულ ერთი თვე აქვს რათა ჩააღწიოს კანდაგარამდე და იხსნას და. თანამედროვე მოგზაურობების პირობებში ეს თითქოს და საკმარისზე მეტი დროა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ჩასასვლელად, მაგრამ არა ავღანეთში.
თითქმის მთელი დრო ნაფასმა დახარჯა სხვადასხვა საზღვრებიდან ავღანეთში შესვლის მცდელობაზე, საბოლოოდ მან გადაკვეთა საზღვარი ირანიდან, ამისთვის მას შემთხვევითი მგზავრის ცოლად მოუწია თავის გასაღება. შემდეგ მისი გამცილებელი ხდება რელიგიური სკოლიდან გაქცეული ბიჭი ხაკი და უკანასკნელ ეტაპზე ამერიკიდან ჩამოსული მოჯახედი, თვითნასწავლი ექიმი.
ნაფასს ავღანეთში უმეტესწილად ფეხით უწევს გადაადგილება და ტალიბებისგან დამალვა. ფილმში ნაჩვენებია XX საუკუნის ბოლოს ავღანეთის ცხოვრება.
დანიშნულების ადგილს ნაფასი ვერ აღწევს რადგან ტალიბების ხელში ვარდება. ფილმი ლამაზია მაგრამ ფინალი არ აქვს ბედნიერი. მთელ ფილმს მიყვება უიმედოობის განცდა, რომელიც აიძულებს ნაფასის დას დაასრულოს სიცოცხლე თვითმკვლელობით.
საინტერესო ფაქტები
რედაქტირებანაფასის როლის შემსრულებელი ნელოფერ პაზირა არის ავღანური წარმოშვების კანადელი ჟურნალისტი. მან სცადა ავღანეთში დაბრუნება 1996 წელს ბავშვობის მეგობრის მოსაძებნად, მაგრამ უშედეგოდ. სწორედ მისი მოგზაურობის სესახებ არის შექმნილი ფილმი, სადაც ნელოფერი საკუთარ თავს თამაშობს.