ღურზულის განძი
ღურზულის განძი — ვერცხლის მონეტების განძი (გადარჩენილი ნაწილი 469 ერთეულს შეიცავდა). აღმოჩნდა 1926 წელს სოფ. ღურზულში (გულრიფშის მუნიციპალიტეტი). 467 წელს მონეტა კაპადოკიის კესარეაში მოჭრილი დრაქმები და დიდრაქმებია, 1 — ავგუსტუსის დენარი, 1 — ლისიმაქეს სტატერის მინაბაძის ნატეზი, განძის ყველაზე ადრინდელი მონეტა ნერონის (54—68) დროისაა გვიანდელი — ლუციუს ვერუსისა (161—169). განძი ჩაფლული უნდა იყოს 168 წელს, კავკასიაში კაპადოკიის ნაცვლის — მარციუს ვერუსის ლაშქრობის დროს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Зограф А. Н., Античные монеты, «Материалы и исследования по археологии СССР», 1951, в. 16;
- Иващенко М. М., Герзульский клад монет Кесарии Каппадокийской, «Известия Гос. академии истории материальной культуры», 1931, т. 7, в. 10;
- დუნდუა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 602.