ღრუბელი ბობი კვადრატული შარვალი (ანიმაციური სერიალი)

ღრუბელი ბობი კვადრატული შარვალი (ინგლ. SpongeBob SquarePants) — ამერიკული ანიმაციური სერიალი, შექმნილი ტელეარხ Nickelodeon-სთვის ანიმატორი და საზღვაო ბიოლოგის, სტივენ ჰილენბურგის მიერ. სერიალში ნაჩვენებია მთავარი გმირის, ღრუბელი ბობის და მისი მეგობრების თავგადასავლები წყალქვეშა ქალაქ ბიკინი ბოტომში. პოპულარობამ იგი მედია-ფრანშიზა და Nickelodeon-ის ყველაზე რეიტინგულ ანიმაციურ ფილმად აქცია. 2015 წლის მდგომარეობით, მედია ფრანშიზამ მერჩანდაიზინგით Nickelodeon-ს 12 მილიარდი დოლარი მოუტანა.[1]

ღრუბელი ბობი კვადრატული შარვალი
ავტორი სტივენ ჰილენბერგი
გახმოვანება ტომ კენი
თემის კომპოზიტორი Hank Smith Music
მთავარი თემა SpongeBob SquarePants, პატრიკ პინი
კომპოზიტორ(ებ)ი ნიკოლას კერი
ებან შლეტერი
ქვეყანა აშშ
სეზონი 14
ეპიზოდი 204
185 (ეთერში გასული)
346 (სეგმენტები) (ეპიზოდების სია)
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი სტივენ ჰილენბურგი (1999-2004)
პოლ ტიბიტი (2005 წლიდან დღემდე)
ხანგრძლივობა 22 წთ.
კომპანია United Plankton Pictures
Nickelodeon Animation Studios
დისტრიბუტორი MTV Networks International
ეთერი
ორიგინალური არხი Nickelodeon
პირველად ეთერში 1 მაისი, 1999 (1999-05-01)
დაკავშირებული შოუები როკოს თანამედროვე ცხოვრება
რესურსები ინტერნეტში
საიტი

ბევრი იდეა სერიალისთვის სათავეს იღებს საგანმანათლებლო კომიკური წიგნი Intertidal Zone-დან („მოქცევის ზონა“), რომელიც ჰილენბურგმა 1989 წელს დაწერა.[2] SpongeBob SquarePants-ის ტელესერიალად გარდაქმნა ჰილენბურგმა 1996 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც Nickelodeon-მა შეაჩერა პროექტი „როკოს ახალი ცხოვრება“ (Rocko's Modern Life). „როკოს ახალ ცხოვრებაზე“ ჰილენბურგთან ერთად მუშაობდა ტომ კენი, რომელმაც ახალ ტელესერიალში მთავარი გმირი გაახმოვანა. თავდაპირველად, „ღრუბელი ბობი“ (SpongeBob) „ღრუბელი ბიჭი“ (SpongeBoy) უნდა ყოფილიყო, ხოლო ტელესერიალის სახელი SpongeBoy Ahoy!, თუმცა, ჰილენბურგს მოუწია უარი ეთქვა ამ სათაურებზე, რადგანაც ისინი უკვე იყვნენ დარეგისტრირებულნი, როგორც სავაჭრო ნიშნები.

Nickelodeon-მა ჩაატარა სერიალის წინასწარი ჩვენება 1999 წლის 1 მაისს, შეერთებულ შტატებში. ოფიციალური პრემიერა 1999 წლის 17 ივლისს შედგა. მსოფლიოს მასშტაბით სერიალი კრიტიკოსებმა კარგი შეფასებებით შეამკეს; სერიალის მეორე სეზონი უზომოდ პოპულარული გახდა. 2004 წლის 19 ნოემბერს გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ფილმი, The SpongeBob SquarePants Movie, მისი სიკველი კი კინოთეატრებში 2015 წლის 6 თებერვალს გამოჩნდა. 2012 წლის 21 ივლისს გაგრძელდა სერიალის წარმოება და შედგა მეცხრე სეზონის პირველი ეპიზოდის, Extreme Sports-ში.

მულტსერიალმა მოიგო არაერთი ჯილდო, მათ შორის ექვსი ენი, ორი ემი, თორმეტი Kids' Choice Awards და ორი BAFTA. მიუხედავად დიდი პოპულარობისა, სერიალი გაეხვა არაერთ სკანდალში; ერთ-ერთი მათგანის მიზეზი იყო ბობის გაურკვეველი სექსუალური ორიენტაცია, ხოლო მეორესი – პრემიერის დღიდან კონტენტის ხარისხის დაცემა. 2011 წელს, ახლადაღმოჩენილ სოკოს ჯიშს ბობის პატივსაცემად Spongiforma squarepantsii დაარქვეს.

მიმოხილვა

რედაქტირება

პერსონაჟები

რედაქტირება
 
სერიალის გმირები (მარცხნიდან მარვჯვნივ): გერი, მისის პაფი, სკვიდვარდი, პატრიკი, ღრუბელი ბობი, სენდი, პერლი, მისტერ კრაბსი, პლანქტონი

სერიალში მოთხრობილია მთავარი გმირის და მისი მეგობრების თავგადასავლები. ღრუბელი ბობი არის ენერგიული და ოპტიმისტური ზღვის ღრუბელი (თუმცა, იგი უფრო სამზარეულოში გამოყენებულ ღრუბელს წააგავს; აგრეთვე გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს ბობი ყველი არის), რომელიც ცხოვრობს ზღვის ანანასში და კმაყოფილია მზარეულის სამუშაოთი მისტერ კრაბსის რესტორან Krusty Krabs-ში. ბობთან ერთად ანანასში ცხოვრობს ლოკოკინა გერი, რომელიც კატის მსგავს ხმებს გამოსცემს. ბობის მეზობლად, დიდი ქვის შიგნით, ცხოვრობს მისი საუკეთესო მეგობარი პატრიკ სტარი. მიუხედავად იმისა, რომ იგი გონებრივად ჩამორჩენილია, საკუთარ თავს მაინც ჭკვიან პერსონად თვლის.[3] ბობის კიდევ ერთი მეზობელი და ამავე დროს თანამშრომელია სკვიდვარდ თენთიქალსი.[4] იგი არის ქედმაღალი, ცუდი ხასიათის მქონე რვაფეხა. იგი ანტიპათიას განიცდის თავისი მეზობლების (განსაკუთრებით ბობის) მიმართ მათი ბავშვური საქციელის გამო. სკვიდვარდს უყვარს კლარნეტზე დაკვრა და ავტოპორტრეტების ხატვა; ამავე დროს, მას ეზიზღება მოლარის სამუშაო Krusty Krabs-ში.

ბობის კიდევ ერთი ახლო მეგობარია სენდი ჩიქსი, მეცნიერი და კარატეს კარგი მცოდნე[5][6] ციყვი შტატ ტეხასიდან.[7] იგი ცხოვრობს წყალგაუმტარ, შუშისგან დამზადებული გუმბათის შიგნით მოთავსებულ მუხის ხეში. საცხოვრებელი ადგილის დატოვებისას, სენდის, იმ მიზეზით, რომ წყალქვეშ სუნთქვა არ შეუძლია, აცვია ასტონავტის მსგავსი კოსტუმი.[4] ბობის უფროსი რესტორან Krusty Krabs-ში, მისტერ კრაბსი, ფულზე გაგიჟებული კიბორჩხალაა.[4] კრაბსს ჰყავს მოზარდი შვილი, ვეშაპი პერლი. კრაბსის მოსისხლე მტერია პლანქტონი, რომელიც ფლობს Krusty Krabs-ის პირდაპირ მდებარე არაპოპულარულ რესტორან Chum Bucket-ს.[8] თავისი დროის უმეტეს ნაწილს იგი კრაბსის რესტორნის წარმატების მიზეზის, „კრაბსბურგერის“ (Krabby Patty) საიდუმლო რეცეპტის მოპარვის და კრაბსის გაკოტრების გეგმის შემუშავებაზე ხარჯავს.[9] პლანქტონის გეგმების უმრავლესობაში დიდი წვლილი შეიტანა მისმა ცოლმა, კომპიუტერმა კარენმა, რომელიც არის სარკასტიკული და პლანქტონთან შედარებით კომპეტენტური და ნაკლებად ამპარტავანი პერსონაჟი. ბობთან დაკავშირებული კიდევ ერთი პერსონაჟია მისის პაფი, ნაოსნობის სკოლის ინსტრუქტორი და ბობის მასწავლებელი. ზღვის ღრუბელი ვერანაირად ვერ აბარებს გამოცდას, რის გამოც ქალაქში ფეხით (ზოგიერთ შემთხვევაში ავტობუსით) გადაადგილება უწევს.[10]

სხვა, მეორეხარისხოვანი პერსონაჟები მხოლოდ ზოგიერთ სერიებში ხვდებიან. მათ შორის არიან „გუ ლაგუნას“ (Goo Lagoon) სანაპიროს მაშველი ლარი ლობსტერი; მეკობრე-მოჩვენება მფრინავი ჰოლანდიელი; ბობის და პლანქტონის მიერ იდეალიზირებულნი, საქმეს ჩამოშორებულნი სუპერგმირები Mermaid Man (კაცი-ალი) და Barnacle Boy (კაცი-კიბო). მეკობრე პეჩი და მისი თუთიყუში პოტი გრძელი სერიების (11 წუთზე მეტი) წამყვანები არიან. მათი კომენტარები და ანიმაციური ნაწილი ერთ ეპიზოდშია.[11]

მოქმედების ადგილი

რედაქტირება

ძირითადად მოქმედება ხდება წყალქვეშა ქალაქ ბიკინი ბოტომში, რომელიც, ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, მდებარეობს წყნარ ოკეანეში, ნამდვილი მარჯნის რიფის, ბიკინის ატოლის ქვეშ.[12] 2015 წელს ტომ კენიმ დაადასტურა, რომ გამოგონილ ქალაქს სახელი ბიკინის ატოლის პატივსაცემად დაარქვეს, მაგრამ, უარყო ინტერნეტ-ფანების თეორია იმის შესახებ, რომ სერიალის გმირები დაკავშირებულნი იყვნენ კუნძულზე ჩატარებულ ბირთვული იარაღის ტესტებთან.[13]

ქალაქის მოქალაქეები ცხოვრობენ საზღვაო თემატიკასთან დაკავშირებულ შენობებში და გადაადგილებისთვის იყენებენ მანქანის და ნავის ნაზავს. ქალაქში არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი დაწესებულება და გასართობი ადგილი, მათ შორის რესტორნები Krusty Krab და Chum Bucket; მისის პაფის ნაოსნობის სკოლა; მოხუცებულთა სახლი Shady Shoals Rest Home; სანაპირო გუ ლაგუნა (Goo Lagoon) და მედუზების ველი (Jellyfish Fields). შედარებით იშვიათად ჩნდებიან სურსათის, ლეიბების მაღაზიები და ბანკი.

საპილოტო სერიალზე მუშაობისას გუნდს მისცეს დავალება შეექმნათ ინვენტარი და ლოკაციები, სადაც „შოუ კვლავ და კვლავ დაბრუნდებოდა მოქმედებათა უმრავლესობა ჩაივლიდა“.[14] ჯგუფს სურდა, რომ ყველაფერი საზღვაო ყოფილიყო, ამიტომ, მათ გამოიყენეს თოკების, ხის ფიცრების, გემების საჭეების, ბადის, ღუზების, საქვაბე რკინის და მოქლონების უზარმაზარი რაოდენობა. ბუშტები, რომლებიც ავსებენ ეკრანს ერთი სცენიდან მეორეზე გადასვლისას აგრეთვე საზღვაო ეფექტის შექმნას ემსახურებიან.[14]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Gillette, Felix (January 29, 2015). "SpongeBob Muscles Up"Bloomberg L.P.
  2. "Casetext". Retrieved October 11, 2016.
  3. Writers: Luke Brookshier, Tom King, Dani Michaeli (October 6, 2006). "Squidtastic Voyage". SpongeBob SquarePants. Season 4. Episode 75a. Nickelodeon.
  4. 4.0 4.1 4.2 Brown, Arthur (2008). Everything I Need to Know, I Learned from Cartoons!. USA: Arthur Brown. p. 85. ISBN 1-4357-3248-0.
  5. Writers: Luke Brookshier, Tom King, Steven Banks (May 5, 2006). "Chimps Ahoy". SpongeBob SquarePants. Season 4. Episode 70b. Nickelodeon.
  6. Writers: Aaron SpringerErik WieseMerriwether Williams (December 31, 1999). "Karate Choppers". SpongeBob SquarePants. Season 1. Episode 14b. Nickelodeon.
  7. Writers: Sherm CohenVincent Waller, David Fain (March 22, 2000). "Texas". SpongeBob SquarePants. Season 1. Episode 18a. Nickelodeon.
  8. Writers: Aaron Springer, Richard Pursel (March 19, 2009). "Komputer Overload". SpongeBob SquarePants. Season 6. Episode 118b. Nickelodeon.
  9. Writers: Aaron SpringerC. H. GreenblattKent Osborne (May 10, 2002). "Krusty Krab Training Video". SpongeBob SquarePants. Season 3. Episode 50b. Nickelodeon
  10. Sichtermann, Barbara (December 4, 2008). "SpongeBob: Das Kind im Schwamme"Der TagesspiegelDieter von Holtzbrinck.
  11. Bianco, Robert (March 21, 2003). "Critic's corner". USA Today. p. 12E.
  12. QSR Staff (June 7, 2001). "Burger King SpongeBob SquarePants" დაარქივებული 2007-10-21 საიტზე Wayback Machine. . QSR Magazone. Retrieved August 19, 2010.
  13. Bradley, Bill (10 Feb 2015). "SpongeBob SquarePants Answers 7 Big Questions And Debunks 1 Popular Theory". The Huffington Post. Retrieved 10 July 2016.
  14. 14.0 14.1 Pittenger, Kenny (2010). "The Oral History of SpongeBob SquarePants" დაარქივებული 2015-08-31 საიტზე Wayback Machine. . Hogan's Alley #17. Bull Moose Publishing Corporation. Retrieved September 21, 2012.