ჭინჭრაქა

(გადამისამართდა გვერდიდან ღობემძვრალა)

ჭინჭრაქა, ღობემძვრალა (ლათ. Troglodytes troglodytes) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეული სიგრძე 10-12 სმ, მასა 8-11 გ აღწევს. გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში ჩვეულებრივი მობინადრე ფრინველია, ვერტიკალურად გვხვდება ზღვის დონიდან 2100 მ-მდე. ბინადრობს ხშირ ბუჩქნარებში, ხევებისა და ხეობების პირას, ტყეში. ბურთივით მრგვალ ბუდეს იკეთებს ხავსისა და სხვა მცენარეებისაგან, აპრილში დებს 4-7 კვერცხს. ინკუბაცია 2 კვირამდე გრძელდება. იკვებება ობობებითა და წვრილი უხერხემლოებით, კენკრითა და მცენარეთა თესლით.

ჭინჭრაქა

ჭინჭრაქა რუსთავში

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
სახეობა:  ჭინჭრაქა
ლათინური სახელი
Troglodytes troglodytes
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 103883277

ლიტერატურა

რედაქტირება