ღიმი, ყინტორა (ლათ. Chaerophyllum) — ერთ-, ორ- ან მრავალწლოვან მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. აქვს ორჯერ-ოთხჯერ ფრთისებრ-განკვეთილი ფოთლები და თეთრი (იშვიათად მეწამული, ვარდისფერი ან სხვა ელფერით) ყვავილები, რომლებიც შეკრებილია რთულ ქოლგებად. დაახლოებით 40 სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ამერიკაში (ამ უკანასკნელში მხოლოდ რამდენიმე). გვხვდებ კავკასიაშიც. ღიმი (Ch. bulbosum) საკვებად ვარგისია, აქვს სქელი ბოლქვისებრი ფესვები. დასავლეთ ევროპაში იგი კულტურაშია შეტანილი. საკვებადაა ვარგისი რამდენიმე სხვა სახეობის ფესვებიც. იყენებენ საკვებ, სასალათე და სალნელებელ მცენარეებად. მათრობელა ყინტორა (C. temulum), რომელიც კავკასიაშიც გვხვდება, შხამიანი მცენარეა. პრესკოტის ღიმი (Ch. prescottii) და ღიმი (Ch. bulbosum) მარცვლოვანთა ნათესების სარეველა მცენარეებია. საქართველოში აგრეთვე გვხვდება ყინტორა (Ch. aureum); სულ ჩვენში გავრცელებულია 11 სახეობა, მათ შორის 5 — Chaerophyllum humile Stev. (Ch. Kiapazi Woronow ex Schischk.), Ch. borodinii Albow., Ch. roseum Bieb. (Ch. millefolium DC.), Ch. rubellum Albov., Ch. confusum Woronow — კავკასიის ენდემია.[1]

ღიმი

ღიმი (Chaerophyllum bulbosum)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ქოლგოვანნი
ოჯახი:  ქოლგოსანნი
გვარი:  ღიმი
ლათინური სახელი
Chaerophyllum L., 1753

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. გოცაძე, ნინო (28 მარტი, 2018). „ღიმი – მცენარე, რომელსაც ჩვენი წინაპრები საქართველოში კარტოფილის გამოჩენამდე მიირთმევდნენ“. sputnik-georgia.com. Sputnik საქართველო. ციტირების თარიღი: 3 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)