ღვრიაწყლის პირველი ნამოსახლარი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ღვრიაწყლის ნამოსახლარი.

ღვრიაწყლის პირველი ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვრიაწყლის ჩრდილოეთით, ერთ კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანით. ხელოვნურად მოსწორებული ბორცვი დაფარულია ტყით. ეს ადგილი ითვლებოდა წმინდა ადგილად, მოსახლეობა უფრთხილდება და არ კაფავს. ჰუმუსოვანი ფენით დაცული ნამოსახლარის ზედაპირზემიკვლეულია შავად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები. მოპოვებული მასალა დაცულია კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა რედაქტირება