ღვთისმშობლის ხატის სწრაფშემსმენელის ტაძარი (ხოდინის ველი)

ღვთისმშობლის ხატის სწრაფშემსმენელის ტაძარი (რუს. Храм иконы Божией Матери «Отрада и утешение») — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XX საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის შჩუკინოს რაიონში. ამჟამინდელი ტაძარი აგებულია 1901-1902 წლებში.

ღვთისმშობლის ხატის სწრაფშემსმენელის ტაძარი
ღვთისმშობლის ხატის სწრაფშემსმენელის ტაძარი (ხოდინის ველი) — რუსეთი
ღვთისმშობლის ხატის სწრაფშემსმენელის ტაძარი (ხოდინის ველი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°47′53″ ჩ. გ. 37°29′29″ ა. გ. / 55.79806° ჩ. გ. 37.49139° ა. გ. / 55.79806; 37.49139
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7732601000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ივან კოლესნიკოვი
თარიღდება XX საუკუნე
დეტალები
გუმბათი 1

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის“ სახელზე, ხოლო ეგვტერი პანტელეიმონ მკურნალის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ტაძარი ააგეს 1901-1902 წლებში წმინდა პანტელეიმონის სახელობის მცირე ხის ეკლესიის ადგილზე და აკურთხეს მსწრაფლშემსმენელი ღვთისმშობლის ხატის სახელზე. ხოდინის ველზე განთავსებული იყო იუნკერების საზაფხულო ბანაკი და ჰოსპიტალი. ტაძრის თავდაპირველ სამწყსოს სწორედ იუნკერები და ოფიცრები შეადგენდნენ.

ტაძრის ნახაზები არ შემონახულა, უცნობია მისი არქიტექტორიც. ცნობილია, რომ ტაძრის მშენებლობას საფუძველი დეკანოზმა იოანე ორლოვმა ჩაუყარა 1901 წლის 8 ივნისს. 17 ივლისს სასულიერო კონსისტორიიდან მიიღეს ოდიკი, ხოლო 1902 წლის 1 აგვისტოს საზეიმოდ აკურთხეს ახალი საკურთხეველი.

1920-იანი წლების დასაწყისში ეკლესია საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა. ხის წმინდა პანტელეიმონის ეკლესია დაანგრიეს. ასევე მოანგრიეს ქვის ეკლესიის გუმბათი. შენობას გამოიყენებდნენ სხვადასხვა მასალების საწყობად.

1991 წელს ტაძარი დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. შენობა არ გარემონტებულია თითქმის საუკუნის განმავლობაში და იყო ცუდ მდგომარეობაში. დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, რომელიც მთელი 90-იანი წლები გაგრძელდა. 1992 წლის 22 ნოემბერს, ღვთისმშობლის მსწრაფლშემემენელი ხატის ხსენების დღეს შედგა პირველი ლოცვა. 1992 წელს ეკლესიაზე დააყენეს ხის, ხოლო 1994 წელს მეტალის ჯვარი. 2000-იან წლებში აღადგინეს ასევე პანტელეიმოის სახელობის ეგვტერი. 2001 წლის დიდ შაბათს აღდგომის წინა დღეს ტაძარს ესტუმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება