ღოლო

(გადამისამართდა გვერდიდან ღვალო)

ღოლო (ლათ. Rumex) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე. აქვს დატოტვილი ფესვი და პირდაპირმდგომი ღერო 1,5-2,0 . სიმაღლის. 15-25 სმ სიგრძის ფოთლები ღეროს ქვედა ნაწილში სამკუთხა-კვერცხისებრია, გულისებრ ღრმად ამოჭრილი ფუძით და კიდეებში ტალღისებრი დაკბილვით. ყვავილები რგოლურადაა განლაგებული და კენწრული საგველას სახითაა შეკრებილი, ნაყოფი ღია-ყავისფერია, კვერცხისებრი კონფიგურაციისია და სამკუთხა.

ქიმიური შემადგენლობა

რედაქტირება

შეიცავს კატექინებსა და ლეიკოანტიციანებს.

გამოყენება

რედაქტირება

ღოლოს ფესვების და ნაყოფების გამონახარშს იყენებენ ფილტვების ტუბერკულოზის, დიზენტერიის და ნაწლავების დაავადებისას, ნედლი დაბეგვილი ფესვები რძის ნაღებთან ნარევში გამოიყენება სხვადასხვა გამონაყრებისა და ქავილების დროს. ფესვების ნაყენი ძმარზე კარგი საშუალებაა სარსველის დროს დაზელვისათვის, უკანასკნელ დროს ღოლოს ფესვებიდან გამოყოფილ ექსტრაქტს წარმატებით იყენებენ სიმსივნური წამონაქმნების წინააღმდეგ სამკურნალოდ.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ღოლო&oldid=4609993“-დან