ღელისკარის სამაროვანი

ღელისკარის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხახმატის ჩრდილოეთით, 1 კილომეტრზე, მდინარე გუდანისჭალის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება XI-XII საუკუნეებით. 1973 წელს გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. გამოვლინდა ორი ქვისსამარხი. ერთში აღმოჩნდა ზურგზე გაშოტილი ჩონჩხი თავით დასავლეთისკენ, ბრინჯაოს გრავირებული სამაჯური და ბეჭედი.

ლიტერატურა რედაქტირება