ღანძილი (ლათ. Allium ursinum), ასევე ცნობილი, როგორც ველური ნიორი — მრავალწლოვანი ბოლქვიანი ბალახოვანი მცენარე ხახვისებრთა ქვეოჯახისა. ივითარებს 15–50 სმ-მდე სიმაღლის სუსტ ღეროს, ძირთან — ორ მოგრძო-ელიფსურ ფოთოლს, წვერზე — ქოლგად შეკრებილ პატარ-პატარა თეთრ ყვავილებს.

ღანძილი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანნი
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  ამარილისისებრნი
ქვეოჯახი:  ხახვისებრნი
გვარი:  ხახვი
სახეობა:  ღანძილი
ლათინური სახელი
Allium ursinum L., 1753
ღანძილი დანიის ერთ-ერთ ტყეში

აქვს ნივრის სპეციფიკური სუნი. ყვავილობს მაის-ივლისში. გავრცელებულია ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და მცირე აზიაში. საქართველოში იზრდება ტენიან დაჩრდილულ ტყეებში, მთის შუა სარტყლამდე. მოხარშულ და შეკმაზმულ ნორჩ ღანძილს საჭმელად ხმარობენ, აგრეთვე ამწნილებენ და ამარილებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება