ღანძილების წმინდა გიორგის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

ღანძილების წმინდა გიორგის ეკლესია — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხალების სამხრეთით 3-4 კილომეტრზე, ნასოფლარ ღანძილების ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. ეკლესია დანგრეულია, შემორჩენილია ნახევარწრიული აფსიდის მცირე ნაწილი, გრძივი კედლების კონტურები და დასავლეთ კედლის პატარა მონაკვეთი. ნაეკლესიარზე ხეებია ამოსული. დარბაზული (5X3,8 მეტრზე) ეკლესია ნაგები იყო ნატეხი ქვიშაქვით.

ლიტერატურა

რედაქტირება