ღანძილები

ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე

ღანძილები — ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. შედიოდა ისტორიულ საციციანოში.

დასახლებული პუნქტი
ღანძილები
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
კოორდინატები 41°56′39″ ჩ. გ. 43°38′12″ ა. გ. / 41.94439611° ჩ. გ. 43.63676111° ა. გ. / 41.94439611; 43.63676111
ღანძილები — საქართველო
ღანძილები

ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები ამ სოფელს არ იცნობენ, არც ქართულ ისტორიული თუ ეკონომიკური ხასიათის ძეგლებში გვხვდება. 1945 წლის მონაცემებით, ღანძილებში შემდეგი გვარები ცხოვრობდნენ: ბარბაქაძე, გასიშვილი, გორელიშვილი, პაპაშვილი, ნახაპეტიანი, პაქსაშვილი, ლურსმანაშვილი, ბიწაძე...

ღანძილებიდან მოსახლეობა XX საუკუნის 50-იან წლებში გადასახლეს ხაშურში და სოფელიც მოიშალა.

ღანძილებში შემორჩენილია რამდენიმე ეკლესიის ნანგრევი. კერძოდ, წმინდა გიორგისა და ქარტის წმინდა გიორგის ეკლესიები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 30, 5 აგვისტო, 2019, გვ., 5