ქუცუმის წმინდა გიორგის ეკლესია
ქუცუმის წმინდა გიორგის ეკლესია, სურამის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია მდებარეობს დაბა სურამის დასავლეთით, სოფელ ხევიდან აღმოსავლეთით, 5 კილომეტრზე, რიკოთის უღელტეხილის ადგილ ქუცუმაზე. ხაშური-ზესტაფონის საავტომობილო შემოვლითი გზის ნაპირას, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ძეგლის აღწერა
რედაქტირებაეკლესია დარბაზულია (9,1X6 მ), ნაგებია რიყის ქვით და კირქვის კვადრებით. ეკლესია გარედან და შიგნიდან მთლიანად შელესილია და შემდეგ თეთრად შეღებილი. გეგმაში მართკუთხა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, აბსიდში ორი ოთკუთხა ნიშია ერთი სამხრეთით, მეორე ჩრდილოეთით. კამარა, კონქი დღეისათვის არ გააჩნია, გაკეთებულია ფიცრებისაგან ბრტყელი ჭერი. თავის დროზე კამარა შემაგრებული იყო ერთი თაღით, რომელიც ორსაფეხურიან პილასტრს ეყრდნობოდა. პირველ საფეხურს კედლის თაღები ეყრდნობა, ხოლო მეორე ფართო საფეხურს კი კამარის შესამაგრებელი თაღი, რომელიც დღეს არ არსებობს. აბსიდის იატაკი ორი საფეხურით არის აწეული დარბაზის იატაკის დონიდან, ჩრდილოეთის კედელზე დასავლეთ ნაწილში კედლის თაღიდან შექმნილ ნიშში არის მხატვრობა, წმ. გიორგი კლავს ურჩხულს. დარბაზი ნათდებოდა სამხრეთის, აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზე არსებული პატარა ოთკუთხა სარკმელით. შესასვლელი სამხრეთის მხრიდანაა, იგი არქიტრაულია, შესასვლელის ღიობს შემოუყვება სამმაგი წეილი ლილვი. კარნიზი არ შემორჩენილა, გადახურულია თუნუქით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16320
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 447.;
- „ბერაძე თ., „ხეფინის ხევი გვიანფეოდალურ ხანაში““, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 43-44 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1976 წელი. — გვ. 35;
- ვეფხვაძე ი., ხარაგაული, ქუთაისი, 2010, გვ. 117