ქუშხევის კოშკები
ქუშხევის კოშკები — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუშხევის ჩრდილო-დასავლეთით, 1,5 კილომეტრზე. შემორჩენილია „გარდამავალი ხანის“ 4 კოშკის ნანგრევები, 3 გეგმით სწორკუთხაა, ერთი - ზურგიანი. კოშკები ნაგებია საკმაოდ დიდი ზომის ქვის კადრების სწორხაზოვანი რიგებით. წყობა მშრალია, შემორჩენილი კედლების სიმაღლე 2-2,5 მეტრს აღემატება. კოშკების შორიახლო ანალოგიური წყობით ნაგები სხვა შენობების ნაშთებიცაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაქრაძე ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 419.