ქუნგეი-ალათაუტიან-შანის ერთ-ერთი ქედი, ჩრდილოეთიდან შემოფარგლავს ისიქ-ქოლის ქვაბულს. უმეტესი ნაწილი მდებარეობს ყირგიზეთში, ჩრდილოეთ კალთის აღმოსავლეთ ნაწილი კი ყაზახეთში. სიგრძე დაახლოებით 280 კმ.სიმაღლე 4771 მ-მდე (მთა ჩოქთალი). აგებულია გრანიტებით, ფიქლებითა და ქვიშაქვებით. რელიეფი ძლიერ დანაწევრებულია. არის თანამედროვე გამყინვარება (ფართობი 237 კმ2). გაბატონებულია მთა-მდელოსა და მდელოსტეპის ლანდშაფტი, მათ ქვემოთ სამხრეთ კალთაზე მთის სტეპია, ჩრდილოეთ კათლაზე და ხეობებში ნაძვნარი.

ლიტრატურა

რედაქტირება