ქსნის ბრძოლა
თარიღი 2 ივლისი5 ივლისი, 1625
მდებარეობა ქსნის ხეობა
შედეგი ქართველთა გამარჯვება
მხარეები
 ქართლის სამეფო

 კახეთის სამეფო

 სპარსეთის იმპერია
მეთაურები
გიორგი სააკაძე ხოსრო მირზა
ძალები
უცნობი 12 000
დანაკარგები
უცნობი თითქმის ყველა

ქსნის ბრძოლა (1625) — საქართველოს ლაშქრის ბრძოლა სპარსელთა ჯარის წინააღმდეგ გიორგი სააკაძის მეთაურობით. მარაბდის ბრძოლაში (1625) დამარცხების მიუხედავად, ქართველებს წინააღმდეგობა არ შეუწყვეტიათ.

2 ივლისს ისინი კოჯრის მიდამოებში ებრძოდნენ მტერს. გიორგი სააკაძე მცირე რაზმებით პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდა. სპარსელები შიდა ქართლში ცდილობდნენ შეჭრას, ქართველებმა მტრის მთავარ ძალებს ქვეყნის შიგნით შესვლის საშუალება არ მისცეს, რომ მოსახლეობას გახიზვნა მოესწრო. სპარსელთა სარდალმა ისა-ხან ყორჩიბაშმა თავისი ჯარიდან 12 ათასი კაცი გამოყო, შირვანის ბეგლარბეგი ყაზახ-ხანი, აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰ-ბენდე-ხანი და ხოსრო-მირზა (შემდეგში როსტომი) ჩაუყენა სათავეში და არშის ციხის (თერგის ხეობაში) ასაღებად გაგზავნა, სადაც ქართველებს ანდუყაფარ ამილახვარი და მისი მეუღლე (ყორჩიბაშის ასული) ჰყავდათ დამწყვდეული. სპარსელებმა გაათავისუფლეს ისინი და თბილისში ბრუნდებოდნენ, მაგრამ ქსნის ხეობაში მათ თავისი ლაშქრით გზა შეუკრა გიორგი სააკაძემ.

გააფთრებული ბრძოლა სამ დღეს გაგრძელდა. მთლიანად განადგურდა შაჰ-ბენდეს რაზმები, თვით სარდალი მოკლეს და მისი ამალაც ამოწყვიტეს. ხოსრო-მირზამ მოახერხა ალყის გარღვევა და მცირე რაზმით თბილისში ჩასვლა. ქართველებმა დიდძალი იარაღი და ტყვე იგდეს ხელთ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება