ქორიამბი (ბერძ. χοριαμβος) — ა) ანტიკურ ლექსთწყობაში ოთხმარცვლიანი ტერფი, რომელიც შედგება ქორესა და იამბისაგან (–́ ◡ ◡ –́); ბ) სილაბურ-ტონურ ლექსთწყობაში ქორიამბი ისეთ შემთხვევას ეწოდება, როცა იამბური ტაეპი ქორეული ტერფით იწყება (–́ ◡ ◡ –́). იგი მეტწილად მაშინ ჩნდება, როცა პირველი სიტყვა ერთმარცვლიანია. მაგ., В час незабвенный в час печальный (ალექსანდრე პუშკინი). პროსოდიული სქემა: –́ ◡/ ◡ –́/ ◡ –́/ ◡ –́/ ◡.

ლიტერატურა

რედაქტირება