ქორე
ქორე (ბერძ. χορεῖος, სიტყვასიტყვით — საცეკვაო, სათამაშო), ტროქე (ბერძ. τροχαῖος, სიტყვასიტყვით — მორბენალი) — ორმარცვლიანი ტერფი. ანტიკურ ლექსთწყობაში ქორეს პირველი მარცვალი გრძელია, მეორე — მოკლე (– ◡). სილაბურ-ტონურსა და საკუთრივ ტონურ ლექსთწყობაში ქორეს პირველი მარცვალი მახვილიანია, მეორე — უმახვილო (–́ ◡). ქორე ქართული ლქესის მეტრული სქემის ერთ-ერთი ძირითადი ტერფია. მაგ., რვატერფიანი ქორე:
შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა (შოთა რუსთაველი).
პროსოდიული სქემა:
–́ ◡ –́ ◡/ –́ ◡ –́ ◡// –́ ◡ –́ ◡/ –́ ◡ –́ ◡
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 548.