ქიქინეთის ღვთისმშობლის ეკლესია
ქიქინეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიქინეთში.
ქიქინეთის ღვთისმშობლის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°42′12″ ჩ. გ. 42°53′48″ ა. გ. / 41.70333° ჩ. გ. 42.89667° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ქიქინეთი |
ეკლესია ახალია, აიგო 2008 წელს. დარბაზულია (გარე ხომებია, კარიბჭის გარეშე, 9.65X4.78 მ.). ტაძარში ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა, ოთხ სვეტზე აღმართული კარიბჭის გავლით. ტაძრის გეგმა მარტივია — ნახევარწრიული საკურთხეველი და დარბაზი, რომლის გრძივი კედლები პილასტრების ორი წყვილითაა დანაწევრებული (პილასტრებზე საბჯენი თაღი არ გადადის და ცილინდრული კამარა თაღის გარეშეა). საკურთხეველში სარკმლის სამხრეთით ნახევაწრიული გეგმის თაღოვანი თაღჩაა დატოვებული. საკურთხეველი დარბაზიდან ხის კანკელით გამოიყოფა. დარბაზი ოთხი სარკმლით ნათდება, აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო სარკმელია, სამხრეთის კედელში კი ორი სარკმელია გაჭრილი.
ტაძრის ფასადები ტჟფის სამრიგიან წყობით იწყება და შემდეგ დეკორატიული აგურითაა მოპირკეთებული. ტაძრის ფასადებზე აგურის წყობით თითო ჯვარია გამოყვანილი. ტაძარი და კარიბჭე გადახურულია კრამიტის ორქანობიანი სახურავით.
გადახურვის კეხის დასავლეთ ნაწილში, სწორკუთხა ფილა დგას და ზედ ქვის ჯვარია აღმართული. ფილაზე ამოკვეთილია შვიდსტრიქონიანი სამშენებლო წარწერა: „ჩემი ერის კეთილდღეობისათვის აღვაშენე ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების. 2008 წ. დიანოსაშვილი გოჩა“.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარსაგიშვილი გ., ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია, ქიქინეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, თბ., 2013, გვ. 542