ქისტაურის ნათლისმცემლის ეკლესია

ქისტაურის ნათლისმცემლის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით ერთ კილომეტრზე, ტყიან მთაზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.

ეკლესია (5,2 X 3,5 მ) უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. აქა-იქ გამოყენებულია ტლანქად დამუშავებული შირიმი. წყობა ირეგულარულია. დასავლეთ ფასადის ჩამოშლილი ნაწილი მოგვიანებით შირიმის ქვებით აღუდგენიათ. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია კამარა და გრძივი კედლების უმეტესი ნაწილი, ინტერიერი ნანგრევებითაა ამოვსებული. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია (შემორჩენილია დასავლეთ წირთხლის მცირე ნაწილი). აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო მცირე სწორკუთხა სარკმელია, ხოლო აღმოსავლეთ სარკმლის ორივე მხარეს - თითო მცირე ნიში. ეკლესია ერთიანი კამარით ყოფილა გადახურული, რომლის კვალი დასავლეთ კედელზეა შემორჩენილი.

ლიტერატურა

რედაქტირება