ქილისი
ქილისი (თურქ. Kilis) — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, სამხრეთ ანატოლიის რეგიონში, ქილისის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს 640 მეტრზე ზღვის დონიდან. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქ ქილისის მოსახლეობა 90 327 ადამიანს შეადგენდა. ქალაქ ქილისს აქვს მერია და მისი მერი არის ჰასან ქარა.
ქალაქი | |
---|---|
ქილისი Kilis | |
ქვეყანა | თურქეთი |
პროვინცია | ქილისის პროვინცია |
კოორდინატები | 36°43′00″ ჩ. გ. 37°07′00″ ა. გ. / 36.71667° ჩ. გ. 37.11667° ა. გ. |
მერი | ჰასან ქარა |
ფართობი | 575,18 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 640 მ |
მოსახლეობა | 90 327 კაცი (2014) |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 0348 |
საფოსტო ინდექსი | 79000 |
საავტომობილო კოდი | 79 |
ოფიციალური საიტი | kilis.bel.tr |
ქალაქი ქილისი მდებარეობს სირიის საზღვართან და ეს ქვეყანა მას სამხრეთით ესაზღვრება. გარდა ამისა, ქილისი სამხრეთ-დასავლეთით გაზიანთეფის პროვინციას ესაზღვრება და ქილისის პროვინციაში მდებარე დანარჩენ სამ ქალაქი. აღმოსავლეთით მას ქალაქი ელბეილი ესაზღვრება, ჩრდილოეთით — ფოლათელი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით — ქალაქი მუსაბეილი.
ისტორია
რედაქტირებაქალაქი ქილისი იმყოფებოდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში 4 საუკუნის განმავლობაში. იგი დაპყრობილ იქნა სულთან სელიმ I-ის (1512-1520 წწ.) მიერ. ქილისი ოსმალეთის საბოლოო დაშლამდე იყო მის შემადგენლობაში და მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაკარგა იგი ოსმალეთმა. ქალაქი ქილისი რამდენიმე წლის შემდეგ ახლად დაარსებულ თურქეთის რესპუბლიკაში შევიდა. 1994 წლამდე შედიოდა გაზიანთეფის პროვინციის შემადგენლობაში და სწორედ ამ წელს შეიქმნა მის ტერიტორიაზე ქილისის პროვინცია, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ქილისი გახდა.
მოსახლეობის ზრდა
რედაქტირებაქილისში ძალიან სწრაფად იზრდება მოსახლეობა. მოსახლეობის ზრდით თურქეთში ის ერთ-ერთი პირველი ქალაქია. 1927 წელს მისი მოსახლეობა მხოლოდ 20,000-ს შეადგენდა, 1970 წელს კი 45,000-მდე გაიზარდა, ანუ გაორმაგდა და კიდევ დაემატა 5,000, რაც ძალიან დიდი ზრდაა 43 წლისთვის. 10 წლის შემდეგ, 1980 წელს ქილისის მოსახლეობამ 60,000 შეადგინა, ხოლო 1990 წელს ქილისში უკვე 85,000 ადამიანი ცხოვრობდა. 2010 წლის აღწერის მიხედვით ქალაქში 82,109 ადამიანი ცხოვრობდა, 2012 წლის აღწერით კი — 85,119. 2014 წლის მონაცემებით, ქილისში უკვე 90,327 კაცი ცხოვრობს.