ქიაზიმ ყარამანის ძე აგუმაა (დ. 1 მაისი [ძვ. სტ. 18 აპრილი], 1915, ღვადა — გ. 10 დეკემბერი, 1950) — აფხაზი საბჭოთა მწერალი.

ლექსებს აქვეყნებდა 1934 წლიდან („გიდას ოჯახი“, „კოლხეთი“, „ბაღში“, „მე მიყვარს კვიკვი“). მისი მთავარი ნაწარმოებები — პოემა „ტარიელ რაშბა“, ბალადა „სალამური“, მოთხრობები „დაუღვრელი ცრემლები“, „თემრაზი და ციცანა“, „ტყვე“, პიესა „დიდი მიწა“ ეძღვნება პატრიოტულ თემას. აგუმაამ აფხაზურ ენაზე თარგმნა სომხური ეპოსი „დავით სასუნცი“, ტ. შევჩენკოს პოემა „სიზმარი“, ქართველ პოეტთა ლექსები და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება