ქვრივი კაცების სახლები (პიესა)
ქვრივი კაცების სახლები (ინგლ. Widowers' Houses) — პიესა, დაწერილი გამოჩენილი ირლანდიელი დრამატურგის, ნობელის პრემიის ლაურეატის ჯორჯ ბერნარდ შოუს მიერ, 1892 წელს. ეს არის შოუს მიერ დაწერილი პირველი პიესა, რომლის პრემიერაც 1892 წელს, როიალტი თეატრში გაიმართა. პიესა თავდაპირველად 1885 წელს დაიწერა, ბერნარდ შოუსა და უილიამ არჩერის თანამშრომლობის შედეგად. თუმცა, პარტნიორები მალე დაშორდნენ, შოუმ უკვე არსებული პიესის რამდენიმე ფრაგმენტი შეცვალა, მას მესამე აქტი დაუმატა.[1].
ეს პიესა, ორ სხვა პიესასთან ერთად, დაიბეჭდა შოუს კრებულში უსიამოვნო პიესები, რომელთაც უსიამოვნო იმიტომ ეწოდათ, რომ ისინი მიზნად არა აუდიტორიის გართობას არამედ მათი ყურადღების სოციალური პრობლემებისადმი მიმართვას ისახავდნენ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Styan, J Modern Drama in Theory and Practice: Realism and Naturalism pp. 57 (Cambridge University Press, 1981) ISBN 0-521-29628-5