ქვიშხეთის წმინდა ელიას ეკლესია
ქვიშხეთის წმინდა ელიას ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის სამხრეთით, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (7,8 X 4,3 მ) შეკეთებულია, ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვიშაქვით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. ასეთივე სარკმელია დასავლეთით. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველში შემორჩენილია თლილი ქვიშაქვით ამოყვანილი კონქის თაღის ქუსლების თითო ქვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 452.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17626