ქვიშხეთის ფერისცვალების ეკლესია
ქვიშხეთის ფერისცვალების ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, სასაფლაოზე. თარიღდება ადრინდელი და შუა ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (8,1 X 5 მ), ნაგებია ქვიშაქვის თლილი კვადრებით და რიყის ქვით. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია - შემორჩენილია აღმოსავლეთი კედელი ნახევარწრიული აფსიდით, ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლების ქვედა ნაწილი, ინტერიერში ცისფერი ტუფის პერანგის ნაწილი და ჩრდილოეთ კედლის თლილი ქვის წყობა. შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან ჰქონდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 451.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17623