ქვემო ხანდაკის ყორღანები
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ქვემო ხანდაკის ყორღანები — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკში, ადგილ ოხერახევის მიდამოებში. თარიღი დაუდგენელია. რამდენიმე ჰექტარ ფართობზე გამოვლინდა ერთმანეთისგან სხვადასხვა მანძილით დაშორებული ქვაყრილიანი ყორღანული სამარხები. ყრილის დიამეტრი 10-25 მეტრია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შატბერაშვილი ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 209.