ქვემო ხანდაკის ნასოფლარი და ეკლესია

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

ქვემო ხანდაკის ნასოფლარი და ეკლესიაარქეოლოგიური, არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის სამხრეთით, ქედზე, მდინარე კავთურის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარზე აღმოჩნდა ნასახლართა ნაშთები. აქვე დგას რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია (3,5x2 მეტრი). ძლიერ დაზიანებულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აფსიდი ნახევარწრიულია. აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო სარკმელია. აფსიდის კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა.

ლიტერატურა

რედაქტირება