ქვაჯვარი (იალნოს ქედი)
მთა საქართველოში, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეების ადმინისტრაციულ საზღვარზე
ქვაჯვარი — მთა საქართველოში, გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს იალნოს ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 980 მ. აგებულია ოლიგოცენისა და ქვედა მიოცენის ასაკის თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით (მაიკოპის სერია). აქვს დამრეცი კალთები. შემოსილია მეორეული ბალახეულით.
ქვაჯვარი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გარდაბნის მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 980 მ |
ქედი | იალნოს ქედი |
ამგებელი ქანები | თაბაშირიანი თიხა და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯანელიძე ჭ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 508.