ქვაბისხევის ეკლესია
ქვაბისხევის ეკლესია — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვაბისხევში, მდინარე ქვაბისხევის ნაპირებზე, რომელცას სათავე აქვს ლომის მთის ძირას. ქვაბისხევი მდებარეობს ზღვის დონიდან 980 მეტრზე, ხოლო ბორჯომიდან დაშორებულია 21 კილომეტრით.
ისტორია
რედაქტირებაბორჯომის ხეობაში, ქვაბისხევის სოფლის მახლობლად დგას ერთ-ერთი უძველესი და საინტერესო ნაგებობა წმინდა მარიამის მიძინების ქვაბისხევის ეკლესია VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზეა აშენებული. მონასტერს ასევე უწოდებენ ქვაბისხევის „ღვთისმშობელს“.
მონასტერს კარი აქვს დასავლეთით, ამოჭრილია ჯვრები მის თავზე. ეკლესია გადახურულია ქვაფიქალით.
ეკლესიის მხატვრობა, თარიღება XII-XIII საუკუნეებით. მის ფრესკებს შორისაა მდიდრულად ჩაცმული ქალისა და მამაკაცის გამოსახულებანი, რომელთაც ასომთავრულით აწერია: „შოთაი და იაი“. ლეგენდის მიხედვით, მამაკაცი დიდი პოეტი შოთა რუსთაველი, ხოლო ქალი — დედამისია; ლეგენდა გვამცნობს, თითქოს შოთას დეიდა ქვაბისხევის ხეობაში ყოფილა გათხოვილი და შოთას განათლება აქ მიუღია.
1965 წელს რუსთაველის მესხური წარმოშობის საკითხი დააყენა სარგის ცაიშვილმა „შოთას პორტრეტი ქვაბისხევის ბაზილიკაში“. აღნიშნული ფრესკის აღმომჩენი ნიკო ბერძენიშვილია.
სოფელ ქვაბისხევში, გარდა ეკლესიისა, შემორჩენილია შუა საუკუნეების დემოთის ციხე.
ქვაბისხევის ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
მონასტრის ქვემოთ არის ასევე ძველი ნასოფლარი.
დღეს ქვაბისხევი საკმაოდ მოზრდილი სოფელია, აქაური მოსახლეობა ძირითადად რაჭიდან არის გადმოსახლებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა — ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი, თბ., 1957.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შოთა რუსთაველის ვინაობა მეცნიერული თვალსაზრისით დაარქივებული 2019-07-23 საიტზე Wayback Machine.