ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი

ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი (დ. 15 იანვარი, 1905, თბილისი — გ. 26 აგვისტო, 1988) — პირველი ქართველი არქიტექტორი ქალი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე; არქიტექტორ არჩილ ქურდიანის მეუღლე.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1929 წელს. მუშაობდა „საქსახპროექტში“ და სხვა საპროექტო ინსტიტუტებში. მისი ძირითადი ნამუშევრებია: საცხოვრებელი სახლი მეცნიერთათვის კონსტანტინე გამსახურდიას გამზირზე (1955; ი. ჩხენკელთან ერთად), საცხოვრებელი სახლი ილია ჭავჭავაძის გამზირზე (№11) და საცხოვრებელი სახლი ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე თბილისში; სასტუმრო „ინტურისტი“ გორში, კოლხეთის დაბლობის რაიონული დაგეგმარება და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება