ქეთევან კარგარეთელი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ქეთევან კარგარეთელი}} |
ქეთევან კარგარეთელი (დ. 29 ივლისი 1931 წ. - გ. 15 იანვარი, 2020 წ.) — ქართველი მხატვარ-კერამიკოსი. საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი (1964).
ქეთევან კარგარეთელი | |
---|---|
სრული სახელი | ქეთევან გიორგის ასული კარგარეთელი |
დაიბადა | 29 ივლისი, 1931 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
გარდაიცვალა | 15 იანვარი, 2020 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
სფერო | კერამიკა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაქეთევან კარგარეთელი, დაიბადა თბილისში 1931 წელს, მშობლები იულია გიორგობიანი და გიორგი კარგარეთელი, შვილი გიორგი კარგარეთელი (დაბ. 1973). 1954-1960 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის (თსსა) გამოყენებითი ხელოვნების/კერამიკის ფაკულტეტზე. პედაგოგები გიორგი ქართველიშვილი, ნიკოლოზ გომელაური, დავით ციციშვილი, ზაქარია მაისურაძე. სადიპლომო ნამუშევარი - ყავის სერვიზი (კლინკერი), ხელმძღვანელი დ. ციციშვილი. გამოფენებზე მონაწილეობს 1957 წლიდან. საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი 1964 წლიდან. ძირითადი ნამუშევრები: ლარნაკები, მარანი, აზარფეშები, დოქები. ქანდაკებები - „თხა და თიკანი“, „ირემი“ და სხვა. მუშაობდა თსსა-სთან არსებული კერამიკული სახელოსნოს სწავლულ ოსტატად.
გამოფენები
რედაქტირებასაბჭოთა საქართველოს 40 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა (თბილისი სამხატვრო გალერეა 1957 წელი); ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი 1961 წ; ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენები 1961, 1962, 1976; შემოდგომის მეღვინეობის პირველი კონგრესი 1962 წ; სუვენირების ტექნიკის სახლი 1963 წ; ქართველი მხატვრები - ამბროლაური 1965 წ; თანამედროვე ქართული ჭედურობა და კერამიკა თბილისის სამხატვრო გალერეაში 1965 წ; საზაფხულო გამოფენა თბილისის არქეოლოგიური მუზეუმი 1966 წ; საშემოდგომო გამოფენა თბილისის სამხატვრო გალერეა 1966წ; საგაზაფხულო გამოფენა თბილისის სამხატვრო გალერეა 1968 წ; ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადა მოსკოვში 1958 წ; სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა მოსკოვი 1963 წ; თანამედროვე ქართული ჭედურობა და კერამიკა მოსკოვი აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმი 1965 წ; საკავშირო გამოფენები რიგა, ტარტუ, კიევი, ერევანი, 1966 წ; ამიერკავკასიის გამოფენა მოსკოვში 1971წ; მეგობრობის კვირეული ვარშავაში 1959 წ; გამოფენა-ბაზრობები ირანი, თურქეთი, ნორვეგია, დანია, შვედეთი, 1967 წ; იტალია, მილანი 1967-70, 1980 წწ. საერთაშორისო გამოფენა მონრეალში 1967 წ; საქართველოს კულტურის დღეები 1969წ; საერთაშორისო გამოფენები ბულგარეთში, უნგრეთი, გდრ, ჩეხოსლოვაკია 1972-1979 წწ., ესპანეთი 1981 წ., ინდოეთი 1982 წ.
ნამუშევრები დაცულია მუზეუმებში
რედაქტირებამისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, თბილისის სამხატვრო გალერეაში, თბილისის არქეოლოგიურ მუზეუმში, ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის კულტურის სამინისტროსთან არსებული საგამოფენო პანორამების დარბაზში, მოსკოვის მუზეუმ-ნაკრძალ ცარიცინოში.
ლიტერატურა
რედაქტირება• ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში, ნინო ზაალიშვილის საერთო რედაქციით, „ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“, 2000 წ. გვ.232
• ცნობარი, საქართველოს მხატვართა კავშირი, შემდგენელი ლალი გიორგობიანი, რედაქტორი ნინო ზაალიშვილი, თბილისი, 2002 წ. გვ.75
• Алде Какабадзе. Современная грузинская керамика. Москва "советский художник" 1984г.
• Ерлашова Софья Михайловна, Керамика и чеканка Грузии/Georgian pottery and chasing on metal, Издательство Аврора, Ленинград 1975 г.