ქედის მუნიციპალიტეტის გერბი

ქედის მუნიციპალიტეტის გერბიქედის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

ქედის მუნიციპალიტეტის გერბი
ქედის მუნიციპალიტეტის გერბი

აღწერილობა რედაქტირება

გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად.

  • I ნაწილი — მეწამული ველის თავში მოთავსებულია ჰერალდიკური ოქროს ჯვარი, მის ქვემოთ ოქროს ხიდი, რომლის კიდეები ეხება ველის მარჯვენა და მარცხენა კიდეებს, ხიდის ქვემოთ სამი შემცირებული ოქროს სარტყელი.
  • II ნაწილი — ზურმუხტოვან ველზე ოქროს ვაზი ფესვებით, სამი ნაყოფით (ყურძნის მტევნით) და სამი ფოთოლით.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „ქედა“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება