ქაჩუს ციხე
ქაჩუს ციხე — კომპლექსი, არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს შატილის ჩრდილო-აღმოსავლეთით 1,5 კმ-ზე. მაღალი მიუვალი კლდის თავზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ქაჩუს ციხე | |
---|---|
ქაჩუს ციხის ხედი | |
მდებარეობა | საქართველო |
სტატუსი | დანგრეული |
ძეგლის აღწერა
რედაქტირებაკომპლექსი გვერდიგვერდ განლაგებული ოთხი ციხისაგან შედგება, რომლებიც ერთ მთლიან თავდაცვით სისტემას ქმნიდა. შენობებს შორის კავშირი მათ შორის არსებული ვიწრო (სიგ. 1-1,3 მ) გასასვლელებით მყარდებოდა. ოთხივე ციხე-სახლი ფიქალითაა ნაშენი. კომპლექსის სამხრეთ ნაწილში დგას ორი ციხე-სახლი, მათ შორის გადასასვლელია დატოვებული. აღმოსავლეთით მდგარი ციხე-სახლი (7,7x6,4 მ) სამსართულიანია, გეგმით ხუთკუთხა. შემორჩენილია I სართული და ზედა სართულების კედლების ნაწილი. კედლებზე შერჩენილია სართულშუა გადახურვის ხის კოჭების ბუდეების კვალი. სახლს მიწურბანიანი სახურავი ჰქონია. შიგნით, შუაში ქვის მასიური სწორკუთხა სვეტი დგას. I სართულის შესასვლელი სამხრეთ კედელშია. კარი დასრულებულია ნახევარწრიული თაღით. ამავე მხარესაა II სართულის შესასვლელიც. I სართულზე შესასვლელის გარდა ორი სათოფური და ორი ნიშია. მეორე, დასავლეთით მდგარი ციხე-სახლი ოთხსართულიანია, გეგმით ოთხკუთხა (9,4x5,7 მ). სახლის I, II და III სართულებზე, სამხრეთ კედელში, კარია გაჭრილი. II და III სართულების შემორჩენილ კედლებში რამდენიმე სარკმელი, ნიში და სათოფურია. II სართულის დასავლეთის კედლის შუა ნაწილში დიდი ზომის ოთხკუთხა ღიობია. კომპლექსის ჩრდილოეთ ნაწილში მდგარი შეწყვილებული ციხე-სახლის აღმოსავლეთ ნაწილისაგან ორი სართულიღაა შემორჩენილი. იგი გეგმით ტრაპეციულია (10x5,5 მ). სართულშუა გადახურვა და სახურავი აქაც ხის კოჭებზე იყო გამართული. I და II სართულებზე, გარდა სამხრეთ კედელში გაჭრილი შესასვლელებისა, რამდენიმე სარკმელი, ნიში და სათოფურია. ორი სართულია შემორჩენილი ციხე-სახლის დასავლეთ ნაწილისგანაც (8,7x7,1 მ). შესასვლელი ორივე სართულს სამხრეთიდან აქვს. კედლებში რამდენიმე ნიში, სარკმელი და სათოფურია. ნაგებობის შუაში ქვის მასიური სვეტის ნაწილია შემორჩენილი. კომპლექსის სამხრეეთ კიდეში შემდგომ ციხე-სახლებზე სტრატეგიული მიზნით მიშენებულია სამსართულიანი ნაგებობა (სიმ. 9,5 მ), რომელიც რელიეფს მიჰყვება. შესასვლელი აღმოსავლეთ კედელშია, მიწიდან 3,25 მ სიმაღლეზე. კედლებში რამდენიმე ნიში, სარკმელი და სათოფურია. სართულშუა გადახურვა და სახურავი ხის კოჭებზე იყო გამართული. ამ ნაგებობის მიშენებამდე ციხე-სახლების ქვედა სართულს საქონლის სადგომად იყენებდნენ. მას შემდეგ რაც სამხრეთი მისადგომი ჩაიკეტა, ნაგებობები მხოლოდ თავშესაფრის ფუნქციას ატარებდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ა. ქალდანი, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 337.