ქასური გიორგის ეკლესია

ქასური გიორგის ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში. მდებარეობს საგურამოს სამხრეთით, ზედაზნის მონასტრისაკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, მთა ზედაზნის ფერდზე, ტყეში. აგებულია VI საუკუნეში.

ქასური გიორგის ეკლესია
ქასური გიორგის ეკლესია — საქართველო
ქასური გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°53′03″ ჩ. გ. 44°45′56″ ა. გ. / 41.8844028° ჩ. გ. 44.7656250° ა. გ. / 41.8844028; 44.7656250
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება VI საუკუნე

ქასური წმინდა გიორგის ეკლესია სამეკლესიანი ბაზილიკაა (10,5 X 12,9 , ნაგებია ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესიის ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია და პატარა ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებში წყვილ-წყვილი პილასტრია. სამხრეთ ეკლესიაში აღმოსავლეთით კვადრატული სათავსია, რომელიც ეკლესიას კარით უკავშირდება. ამავე ეკლესიაში დასავლეთით მდებარე სათავსი მისგან თაღითაა გამოყოფილი. ჩრდილოეთ ეკლესია განივი კედლით გაყოფილია ორ ნაწილად. დასავლეთ ნაწილი ორჯერ აღემატება აღმოსავლეთისას. ორივეს ცალ-ცალკე შესასვლელი აქვს შუა ეკლესიიდან. აღმოსავლეთის სათავსს აღმოსავლეთით ერთი სარკმელი აქვს, ხოლო ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში — თითო ნიში. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელს მარტივი თავსართი აქვს. ეკლესიის დასავლეთ კედლები დასრულებულია ლავგარდნით.

ლიტერატურა

რედაქტირება