ქართული ქარტია
ქართული ქარტია — პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს „პროევროპული ოპოზიციის ერთი სიმბოლური ქოლგის ქვეშ გაერთიანებას პრორუსული ხელისუფლების საპირწონედ“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის.[1]
ქართული ქარტია | |
---|---|
მიზანი | |
დეტალები | |
გამოქვეყნების თარიღი | 2024 |
ავტორი | სალომე ზურაბიშვილი |
ხელისმომწერნი | საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები |
„ქართული ქარტიის“ შესახებ სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს განაცხადა.[1]
26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში ქარტიაზე ხელისმომწერი ყველა ოპოზიციური პარტია იმ ფორმით მიიღებს მონაწილეობას, რა ფორმითაც უნდა. ქარტია არ ავალდებულებს მის ხელმომწერებს არჩევნებამდე ერთიანი კოლიციიის შექმნას. ზურაბიშვილის გეგმის თანახმად, ოპოზიცია ჩამოაყალიბებს დროებით მთავრობას, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებს. ამ პერიოდში ეს მთავრობა გაატარებს მნიშვნელოვან რეფორმებს ქვეყნის ევროპასთან დასაახლოვებლად და უკვე ამის შემდგომ დაინიშნება ჩვეულებრივი საპარლამენტო არჩევნები.[1]
თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი „ქართულ ქარტიას“ ივნისის დასაწყისში მოაწერა, თუმცა გიორგი გახარია ერთ-ერთ გამონაკლისად რჩებოდა. იმ დროს პარტიამ განაცხადა, რომ პრინციპში ის ეთანხმებოდა ქარტიას, მაგრამ თავის წუხილებს შორის 2025 წელს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა დაასახელა, რასაც „პოლიტიკური და სამართლებრივი ჩიხი“ მოყვებოდა. გახარიას გადაწყვეტილებას ქარტიის ხელმოწერის შესახებ წინ უძღოდა პრეზიდენტის შუამავლობით მას და პარტია ლელო საქართველოსთვის ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს შორის საარჩევნო სიების გაერთიანების თაობაზე გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებები.[2]
გახარიას ხელმოწერით, „ქართული ქარტია“ უკვე თითქმის ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს. მიუხედავად ამისა, მათი წინასაარჩევნო კამპანია, როგორც ჩანს, არ არის შესაბამისობაში ქარტიასა და მის ვალდებულებებთან, როგორიცაა გამარჯვების შემთხვევაში ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებულ მთავრობაზე შეთანხმება, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ან კამპანიის დროს ურთიერთკრიტიკისგან თავის შეკავება.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ქართული ქარტია — საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური საიტი