ქართული საკრედიტო მონეტა

ქართული საკრედიტო მონეტაXIIXIII საუკუნეებში ქართველ მეფეთა (დემეტრე I, გიორგი III, თამარ მეფე, გიორგი IV ლაშა) სახელით მოჭრილი სხვადასხვა ზომისა და წონის სპილენძის მონეტები, რომელთაც ვერცხლის ფულის ფასი ჰქონდათ. ამგვარი მონეტების მოჭრა დაიწყო მახლობელ აღმოსავლეთში, ე. წ., ვერცხლის კრიზისის გავრცელებისთანავე. ფულის ზედწერილი იუწყებოდა: „ეს დირჰემია“, რაც იმას ნიშნავდა, რომ სპილენძის ფულის ნიშანს ვერცხლის დრამის ფასი ენიჭებოდა. ასეთივე ღონისძიებისათვის მიუმართავთ ქართველ მმართველებს, რაც მაშინდელი ფულის ქართული ზედწერილითაც მტკიცდება: თამარ მეფისა და ლაშა – გიორგის სპილენძის ფულს აწერია: „ქორონიკონსა (ამა და ამას) სახელითა ღვთისათა იქნა ჭედაი ვერცხლისა ამისა“. ამით საქართველოს მეფეები აღნიშნავდნენ, რომ მის მიერ მოჭრილ სპილენძის ფულს ვერცხლის ფულის ფასი ჰქონდა და იგი იძულებითი, სავალდებულო კურსით მიმოიქცეოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნუმიზმატისა და ბონისტის განმარტებითი ლექსიკონი გვ. 47