ქართული კაბაქართველი ქალის ეროვნული კოსტუმის ძირითდი სახეობა. მის კომპლექტში ძირითადად შედის აბრეშუმის ან შალის ძვირფასი ქსოვილისგან შეკერილი წელში გამოყვანილი კაბა, გულმკერდზე შემოტმასნილი ზედატანი, გრძელი, კალთაგანიერი ქვედატანი, ოქრომკერდით ნაქარგი სარტყელი, ჩადგმული გულისპირი და სახელოები, აბრეშუმის გრძელი პერანგი, ტოტებნაქარგი შეიდიში, ხავერდის მოკლებეწვიანი ქათიბი, წინდები, ტყავის ფეხსაცმელი, რთული შედგენილობის თავხურა (ლეჩაქი, ჩიხტი-კოპი, ბაღდადი და სხვა), სამკაულები. ქართული კაბა მაღალი წრის ქალისთვის ყოველდღიური სამოსელი იყო, გლეხისთვის კი საუქმო. უმეტესად გავრცელებული იყო საქართველოს ბარში, სადაც ცნობილი იყო წელიანი, ყურთმანჯიანი, სარტყელ-გულისპირიანი კაბები.

ლიტერატურა

რედაქტირება